ზედიზედ მეორედ — გიორგი წიტაიშვილი მეცის თვის საუკეთესო ფეხბურთელია

მეცმა იანვარის თვის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა და აღნიშნული ჯილდო საქართველოს ნაკრების შემტევმა, გიორგი წიტაიშვილმა მოიპოვა.
25 წლის ქართველმა ვინგერმა გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო და მეცის თვის საუკეთესო ფეხბურთელი ჯილდოს ზედიზედ მეორედ დაეუფლა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილი მეცში გასულ ზაფხულში გადავიდა და ფრანგული კლუბის მაისურით ჩატარებულ 20 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 1 ასისტი გაიფორმა.

