ზედიზედ მეოთხე სრული მატჩი - გაგნიძემ მოსკოვის დინამოში დამკვიდრდა

რუსეთის პრემიერ ლიგის მე-7 ტურში ერთმანეთს "ნიჟნი ნოვგოროდი" და მოსკოვის "დინამო" დაუპირისპირდენენ.
მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვური გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ 2:0 იგებდა, მასპინძლებმა მეორე ნახევარში დაბრუნება მოახერხეს და ფრედ 2:2 ითამაშეს.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 19 წლის ნახევარმცველმა ლუკა გაგნიძემ ზედიზედ მეოთხე შეხვედრა სასტარტოდან დაიწყო და სრულად ითამაშა. მე-13 წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო.
გაგნიძემ მიმდინარე ჩემპიონატში 7-ჯერ ითამაშა და ერთი საგოლე გადაცემით გამოირჩა. შეგახსენებთ, რომ მას რუსულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.