ავტორიზაცია

ზედიზედ მესამე მარცხი - საქართველო ესპანეთთან განადგურდა

ზედიზედ მესამე მარცხი - საქართველო ესპანეთთან განადგურდა
თარიღი 15 Nov 2025, 23:47
დღეს, დინამო არენაზე საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და 0-4 დამარცხდა.

მთელი თამაშის განმავლობაში ბურთს ესპანელები ფლობდნენ, "ლა როხადან" გოლის გატანა, მიკელ ოიარსაბალმა (დუბლი), მარტინ ზუბიმენდმა და ფერან ტორესმა შეძლეს.

ამ მარცხის შემდეგ "ჯვაროსნებმა" მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის თეორიული შანსიც დაკარგეს.


ჩვენი ეროვნული გუნდი ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას სტუმრად ბულგარეთთან ჩაატარებს.