ზედიზედ მესამე მატჩში - მამარდაშვილი ალავესის წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაშია!

ესპანური ლა ლიგის 24-ე ტურში ალავესი საკუთარ მოედანზე ვალენსიას უმასპინძლებს.
"ღამურების" კარს აღნიშნულ შეხვედრაში კვლავ გიორგი მამარდაშვილი დაიცავს. ქართველმა მეკარემ ხოსე ბორდალასის ნდობა კვლავ მოიპოვა და იგი ზედიზედ მე-3 მატჩია "ვალენსიას" სასტარტოშია.
გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას 2021 წლის ზაფხულში დინამო თბილისიდან შეუერთდა და მას შემდეგ ესპანელთა მაისურით ლა ლიგის საწყის 6 ტურში იდგა, თუმცა შემდეგ სკამზე გადასვეს, ახლა კი კვლავ დაიბრუნა ადგილი სასტარტო თერთმეტეულში.
ვალენსია ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 23 ტურის შემდეგ 30 ქულით მე-12 ადგილზეა.