ზედიზედ მესამედ: კაშია და კანკავა სლოვაკეთის ჩემპიონები გახდნენ!

სლივაკეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში ბრატისლავას "სლოვანი" საკუთარ მოედანზე "დუნაისკა სტრედას" დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 დასრულდა.
ამრიგად, გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას გუნდი სლოვაკეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე, კონკურეტებისთვის მიუწვდომელი გახდა და 77 ქულით ჩემპიონი გახდა.
აღსანიშნავია, რომ კანკავამ და კაშიამ "სლოვანთან" ერთად ქვეყნის ჩემპიონობა ზედიზედ მესამედ მოიპოვეს.