ზედიზედ მესამედ: კლემან ლანგლე ბარსელონას იჯარით დატოვებს
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლემან ლანგლე 1-წლიანი იჯარით მადრიდის ატლეტიკოში გადავა.
წასვლამდე, ფრანგი ფეხბურთელი ბარსელონასთან კონტრაქტს 1 წლით, 2027 წლამდე გაახანგრძლივებს (ხელფასის გადასავადებლად). მისი ხელფასის დიდ ნაწილს მადრიდული კლუბი გადაიხდის, მაგრამ "როხიბლანკოს" მოთამაშის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.
სამედიცინო შემოწმება ხვალ, მადრიდშია დაგეგმილი.
ლანგლე ბარსას იჯარით ზედიზედ მე-3 სეზონში ტოვებს. 2022/23 წლების სეზონი მან ტოტენჰემში გაატარა, გასული სეზონი კი - ასტონ ვილაში.
კლემანი ჰანსი ფლიკმა პრესეზონზე ათამაშა, მაგრამ ის კლუბის გეგმებში არ შედის.