ავტორიზაცია

ჟიულ კუნდე: პენალტის დარტყმაზე ბარსელონას სავარჯიშო სესიებზე რეგულარულად ვვარჯიშობ

ჟიულ კუნდე: პენალტის დარტყმაზე ბარსელონას სავარჯიშო სესიებზე რეგულარულად ვვარჯიშობ
თარიღი 06 ივლ 2024, 16:33
ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში, პორტუგალიასთან მატჩში, პენალტების სერიაში ფრანგთა მცველმა ჟიულ კუნდემ თავისი დარტყმა იდეალურად შეასრულა.

ბარსელონას ფეხბურთელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ამასთან დაკავშირებით ისაუბრა:

"ახალგაზრდული კარიერიდან მოყოლებული, პენალტი პირველად დავარტყი. თერთმეტმეტრიანის დარტყმაზე ბარსელონას სავარჯიშო სესიებზე რეგულარულად ვვარჯიშობ, რაც მომწონს. მწვრთნელს სწორედ ამიტომ ვთხოვე, რომ პენალტის შესრულების უფლება მოეცა."

ჟიულ კუნდემ პენალტი ნამდვილად ბრწყინვალედ შეასრულა - დიოგუ კოშტას მისი დარტყმის აღების შანსი არ ჰქონდა.

საფრანგეთმა პენალტების სერიაში 5-3 იმარჯვა. გავრცელებული ცნობებით, "მამლებმა" ამაზე ბელგიასთან მატჩის წინაც ივარჯიშეს, რაც პორტუგალიასთან შეხვედრაში დაეხმარათ.