ავტორიზაცია

ჟოზე მოურინიო რომაში ბოლო სეზონს ატარებს - რა გეგმები აქვს პორტუგალიელს?

ჟოზე მოურინიო რომაში ბოლო სეზონს ატარებს - რა გეგმები აქვს პორტუგალიელს?
თარიღი 16 ოქტ 2023, 22:42
ჟოზე მოურინიო მომავალ სეზონში „რომას“ აღარ გაწვრთნის.

ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, პორტუგალიელ მწვრთნელთან კონტრაქტი გახანგრძლივებული არ იქნება.

„ეს არ მოხდება. ახლა არანაირ მოლაპარაკებებს არ აქვს ადგილი და არც არც ჰქონია. ისინი ივნისში დაშორდებიან, როცა მოქმედი კონტრაქტი ამოიწურება.

რა თქმა უნდა, როგორც კი მოურინიო თავისუფალი გახდება, საუდის არაბეთის კლუბები მასთან შეთანხმებას შეეცდებიან.

ჯერ უცნობია, რა გეგმები აქვს სამომავლოდ და სურს თუ არა ევროპაში მუშაობის გაგრძელება.“, - აღნიშნა Sky Sport Italia-ს ჟურნალისტმა.

წინა ორ სეზონში მოურინიომ „რომას" კონფერენც ლიგა მოაგებინა და ევროპა ლიგის ფინალი ათამაშა, სადაც „სევილიასთან" პენალტებში დამარცხდა.