ზიდანი: "მბაპე თუ ჰოლანდი?"
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა კილიან მბაპესა და ერლინგ ჰოლანდის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:
"მბაპე თუ ჰოლანდი? არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ მომწონს მე უფრო. მთავარია ის, რომ ორივე მათგანი ახლა საოცარ ფორმაშია.
რაც შეეხება მესისა და რონალდუს შემცვლელობას, ისინი არიან ჯერ კიდევ აწყმოში, კილიანი და ნორვეგიელი თავდამსხმელი კი მომავლის მოთამაშეები არიან.
არც იმის შესახებ მსურს საუბარი, აპირებს თუ არა რეალი რომელიმე მათგანის დამატებას", - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ შეხვედრაში ფრანგმა ფორვარდმა გაიფორმა ჰეტ-ტრიკი, ერლინგმა კი დუბლი და ასისტი მიითვალა.