ზიდანის ასისტენტი: "აზართან მიმართებაში მომთმენნი უნდა ვიყოთ"
მადრიდის „რეალის“ მწვრთნელის ასისტენტმა, დავიდ ბეტონიმ, „ალავესთან“ მოგებული მატჩის შემდეგ, ედენ აზარზე ისაუბრა.
„ის კრეატიულად და სპონტანურად თამაშობს. ტრავმების გამო, რთული წელიწადნახევარი ჰქონდა. თუმცა, მასთან მიმართებაში მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ.
რა თქმა უნდა, „რეალში“ რთულია, თუმცა მისით კმაყოფილები ვართ. ვფიქრობ, ის მატჩიდან მატჩამდე გაუმჯობესდება.“ - დასძინა ბეტონიმ.
აღსანიშნავია, რომ გუშინდელ მატჩს სწორედ ბეტონი გაუძღვა, რადგან ზინედინ ზიდანს კორონავირუსი დაუდასტურდა და იზოლაციაში იმყოფება.
„ედენ აზარმა „ჩელსიში“ ერთი ისტორია შექმნა და აქ სულ სხვა უნდა შექმნას. დღეს ის კარგი იყო და ჩვენ მისი საუკეთესო ვერსია გვჭირდება.“ - ასე დაახასიათა აზარი „ალავესთან“ მატჩში დუბლის ავტორმა, კარიმ ბენზემამ.