ზლატან იბრაჰიმოვიჩი: მწვრთნელი რომ ვიყო, ფეხბურთელებს ვცემდი

ლეგენდარულმა შვედმა ფეხბურთელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელიც ამჟამად მილანში მუშაობს, შესაძლო მწვრთნელობაზე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას საინტერესო პასუხი გასცა.
"ეს შეუძლებელია. მატჩის განმავლობაში მინიმუმ 2 ფებხბურთელს დავარტყამდი, დასრულების შემდეგ კი - კიდევ რვას," - განაცხადა ზლატანმა.
იბრამ საფეხბურთო კარიერა 2023 წელს, 41 წლის ასაკში დაასრულა, თუმცა მისი იუმორი კვლავ უცვლელია.