ზლატკო დალიჩი კატარის გამო ხორვატიას ტოვებს
Al Raya-ს ინფორმაციით, ზლატკო დალიჩი, დიდი შანსია, კატარის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდეს.
ამავე წყაროს ცნობით, კატარელებმა 58 წლის სპეციალისტთან შეთანხმებას უკვე მიაღწიეს, თუმცა ხორვატიის ფეხბურთის ფედერაცია აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.
დალიჩი ხორვატიასთან ერთად 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში და 2023 წლის ერთა ლიგის ფინალში გავიდა.
ზლატკოს ეროვნულ გუნდთან კონტრაქტი 2026 წლის ივლისში ეწურება.