ზურაბ ხიზანიშვილი საქართველოს 19 წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრებს, ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშე - ზურაბ ხიზანიშვილი უხელმძღვანელებს.
ზურას ეროვნულ გუნდებში სამწვრთნელო საქმიანობა - 2017 წელს, 21-წლამდე ნაკრებით დაიწყო, სადაც 3 წელი მთავარი მწვრთნელის დამხმარე იყო. ასევე, 2019 წლიდან, ზურას ხელმძღვანელობით 16-წლამდე ნაკრები17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ემზადებოდა, რომელიც 2020 წელს, კოვიდ 19-ის პანდემიის გამო აღარ ჩატარდა. 2021 წლიდან კი ხიზანიშვილი ეროვნულ ნაკრებში ვილი სანიოლის ასისტენტი გახლდათ.
საქართველოს 19-წლამდე ნაკრები, 2026 წელს ახალი ფორმატის შესარჩევი ციკლით დაიწყებს, რომლის წილისყრაც დღეს, ნიონში გაიმართება.