ავტორიზაცია

ზურიკო დავითაშვილი: ძალიან უკნიდან გვეთამაშებოდნენ

ზურიკო დავითაშვილი: ძალიან უკნიდან გვეთამაშებოდნენ
თარიღი 20 Nov 2024, 04:19
ერთა ლიგის ბოლო ტურში ჩეხეთთან მარცხისა (1-2) და A დივიზიონის საგზურის დაკარგვის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ზურიკო დავითაშვილმა მატჩი შეაფასა. 

"შესაძლოა, ეს კონცენტრაციის დაკარგავასა და არგამართლებასაც დავაბრალოთ. ჩემი აზრით, მეტოქეს ყველა თამაშში ვჯობნიდით. ძალიან უკნიდან გვეთამაშებოდნენ. დამამთავრებელ ფაზაში რაღაც დაგვაკლდა.

მადლობა ფანებს. თავს სახლში ვგრძნობდით. ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს გასვლით მატჩებზე უკვე ხშირად ხდება. ქომაგები ძალიან გვეხმარებიან. მათ ნაკრების სახელით ბოდიშს ვუხდი, რომ ერთა ლიგაზე ასპარეზობა ასე დავასრულეთ," - განაცხადა ზურიკომ.