ავტორიზაცია

ზურიკო დავითაშვილი ზამთარში გუნდს შეიცვლის — ბოლო ცნობები საფრანგეთიდან

ზურიკო დავითაშვილი ზამთარში გუნდს შეიცვლის — ბოლო ცნობები საფრანგეთიდან
თარიღი 15 Dec 2025, 22:57
საქართველოს ეროვნული ნაკრების და სენტ-ეტიენის შემტევი, ზურიკო დავითაშვილი დიდი ალბათობით იანვარში ახალ კლუბში გადავა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 24 წლის ქართველის ტრანსფერზე ბეშიქთაში აქტიურად მუშაობს და კლუბის ხელმძღვანელობას ტრანსფერის დახურვა იანვარშივე სურს.

ბეშიქთაშის გარდა, ზურიკო დავითაშვილს საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბებიც აქტიურად აკვირდებიან და მოლაპარაკებების დასაწყებად ემზადებიან.