ავტორიზაცია

ზურიკო დავითაშვილის დუბლი და ბრწყინვალე თამაში საფრანგეთში

ზურიკო დავითაშვილის დუბლი და ბრწყინვალე თამაში საფრანგეთში
თარიღი 14 Dec 2025, 01:48
საფანგეთის ლიგა 2-ში გამართული მატჩი სტ.ეტიენსა და ბასტიას შორის, საკმაოდ დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა და ფრედ 2:2 დასრულდა.

მასპინძელთა გადამრჩენელი კვლავ ზურიკო დავითაშვილი იყო, რომელმაც დუბლი გაიფორმა და სტ.ეტიენს ქულა მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში დავითაშვილის ანგარიშზე 8 გოლია, რითიც ჩემპიონატის ბომბარდირია.


რაც შეეხება სტ.ეტიენს, გუნდს 17 ტურის შემდეგ 30 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზეა.