ავტორიზაცია

ზუსტად 149 წლის წინ - ინგლისში უძველესი საფეხბურთო ტურნირის ფინალი გათამაშდა

ზუსტად 149 წლის წინ - ინგლისში უძველესი საფეხბურთო ტურნირის ფინალი გათამაშდა
თარიღი 16 Mar 2021, 11:48

1872 წლის 16 მარტს ფეხბურთის იმდროინდელმა გულშემატკივრებმა ინგლისის ასოციაციის თასის პირველი ფინალი იხილეს.

FA Cup-ის გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ლონდონის "უონდერერსი" და კენტის "როიალ ინჯინირსი".

გამარჯვებული გახდა "უონდერერსი", რომელმაც მოწინააღმდეგე მორტონ ბეტსის გოლით მინიმალური ანგარით დაამარცხა.

ცნობისთვის, 1872-1878 წლების შუალედში ლონდონელებმა ასოციაციის თასის ჯილდო საერთო ჯამში ხუთჯერ მოიპოვეს.

რაც შეეხება "როიალ ინჯინირს", აღნიშნულმა გუნდმა FA Cup-ი მოიპოვა 1875 წელს, მე-20 საუკუნის დასაწყისში კი რამდენიმე ნაკლებად მნიშვნელოვანი ჯილდოც მოიგო.