"ზუგდიდის" მწვრთნელმა გუნდი დატოვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

"ზუგდიდის" მწვრთნელმა გუნდი დატოვა



მიმდინარე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის, 26-ე ტურის მატჩის, („ზუგდიდი - ლოკომოტივი“-ს) დასრულების შემდეგ, ზუგდიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, იური ბაკალოვმა მწვრთნელის პოსტი დატოვა.

უკრაინელმა მწვრთნელმა ეს გადაწყვეტილება, დღეს, საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდი“-ს დირექტორთან, გელა ინალიშვილთან შეხვედრის შემდეგ მიიღო და მოქმედი კონტრაქტის შეწყვეტაც, ორმხრივი შეთანხმების შედეგად მოხდა.

უკრაინელ სპეციალისტს, ს.კ. „ზუგდიდთან“ კონტრაქტი გაფორმებული მაისის ბოლომდე ჰქონდა.

იური ბაკალოვმა ზუგდიდური გუნდი ოფიციალურად, 2016 წლის 16 იანვარს ჩაიბარა. უკრაინელის ხელმძღვანელობით გუნდმა, 11 ოფიციალური მატჩიდან, 2-ჯერ მოიგო, 3 ფრედ ითამაშა და დანარჩენ შეხვედრაში, მარცხი იწვნია.

ს.კ. „ზუგდიდი“-ს დირექტორმა გელა ინალიშვილმა კი, უკრაინელის შემცვლელად, გუნდს მისი ასისტენტი ლევან მიქაძე წარუდგინა, რომელიც ზუგდიდელ ფეხბურთელებს მინდორზე, დარჩენილ ტურებში გაიყვანს.

ინფორმაციისთვის, ლევან მიქაძემ პირველი წრის ბოლო ტურებშიც უხელმძღვანელა გუნდს და იგი სწორედ, ბაკალოვმა შეცვალა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები