» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

გაგრძელება: „მე ვაპროტესტებდი, როგორც ჯონ ლენონი და იოკო ონო“, - კომიდან გამოსვლა და ფეხბურთში დაბრუნება


გაგრძელება: „მე ვაპროტესტებდი, როგორც ჯონ ლენონი და იოკო ონო“, - კომიდან გამოსვლა და ფეხბურთში დაბრუნება

ლოპესი, სიმეონე, გალიარდო, ვერონი, ალმეიდა და კრესპო

„პარმაში“ გატარებული 2 წლის განმავლობაში ალმეიდამ ხუთი მწვრთნელი გამოიცვალა. მისი პირველი სეზონის შუა ნაწილში კლუბმა არიგო საკი მიიყვანა. პირველ ვარჯიშზე ის სავარჯიშო დარბაზში შევიდა და ფეხბურთელებთან ერთად გააკეთა აზიდვები. მაგრამ სამი კვირის შემდეგ „სტრესის და გულმკერდის არეში ტკივილების გამო“ პოსტი დატოვა. შემდეგ სეზონში მე-15 ადგილზე გავიდნენ და მწვრთნელად დაინიშნა პასარელა, რომელმაც ათი წლის წინ ალმეიდა „რივერიდან“ არ გაუშვა. ამჯერად თმის შეჭრა არავისთვის მოუთხოვია, მაგრამ გუნდის ლიდერებს: ბენარივოს და კანავაროს - აკრიტიკებდა. ბუნებრივია, ისინიც დაუპირისპირდნენ. ფედელე, კანავაროს აგენტი, იმავდროულად კლუბის დირექტორიც იყო. ამრიგად, პასარელა 40 დღის შემდეგ გააგდეს.

ფეხბურთელების გაგდება უფრო რთულია. კომპანია „პარლამატი“, რომელიც კლუბის ოფიციალური მფლობელი იყო, კრიზისში ჩავარდა. ალმეიდას საკმაოდ სარფიანი კონტრაქტი ჰქონდა, ამიტომ მისი გაშვება გადაწყვიტეს. მომდევნო წაგებული მატჩის შემდეგ, გასახდელიდან გამოსასვლელში ის ოცამდე ფანს შეეჯახა: „თამაშის დროს გულშემატკივრებს შეაგინე, ბოდიში მოიხადე მათ წინაშე“. – „არავისთვის მიგინებია, უნდა წავიდე, მეგობარი მორაგბეები მელოდებიან“. – „არა, შენ მოიხდი ბოდიშს“. რამდენიმე დღის მერე ალმეიდა ადრე დილით ადგა, რათა ვარჯიშზე წასულიყო, გარაჟში შევიდა და თავისი მანქანა იქ არ დახვდა. მანამდე „პარმას“ ფორვარდს, სავო მილოშევიჩს პისტოლეტით დაემუქრნენ, როცა სახლს უახლოვდებოდა, შემდეგ კი მისი ორივე „მერსედესი“ მოიპარეს. გავიდა კიდევ ერთი კვირა - ლუსიანა შვილთან ერთად სეირნობის შემდეგ სახლში დაბრუნდა და დაინახა, რომ კარი ღია იყო.

ყველაფერი ადგილზე იყო, მხოლოდ ფანჯარაზე ეტყობოდა ხელის ანაბეჭდი. „პარმას“ ბოლო თამაშში ალმეიდამ ტრავმა მიიღო, მაგრამ მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის წინ ნაკრების ექიმთან მივიდა და სთხოვა: „მწვრთნელს არაფერი უთხრა. ხუთი დღის შემდეგ გამოვიქცევი“. მესამე თამაშისთვის გამოიქცა, მაგრამ არგენტინა პლეი-ოფში ვერ გავიდა. ახალი სეზონი მან „ინტერში“ დაიწყო. ერთი წლის განმავლობაში ფეხი ორჯერ მოიტეხა, ინვალიდის ეტლში იჯდა, ხელჯოხებით გადაადგილდებოდა და დეპრესიაში ჩავარდა. დილაობით ქალიშვილი სკოლაში მიჰყავდა, შემდეგ უკან, სახლში ბრუნდებოდა, სავარძელში ჯდებოდა და მხოლოდ დღის მეორე ნახევარში დგებოდა, რათა კვლავ შვილისთვის მიეკითხა. როცა ბავშვი სკოლიდან ლუსიანას გამოჰყავდა, დღის 4 საათამდე ეძინა, ლოგინში იწვა, ადგომის აზრს ვერ ხედავდა. იმდენი თავისუფალი დრო ჰქონდა, რომ ღვინით შევსება დაიწყო. მას ისე სვამდა, როგორც კოკა-კოლას და ვერ ამჩნევდა, როგორ თვრებოდა. ამ ყველაფრის შესაჩერებლად მეუღლემ ვიდეოზე გადაიღო მისი ქმედებები და აუხსნა: „თრობის 4 ეტაპი არსებობს: 1. მხიარულება 2. ალერსი 3. აგრესია 4. ნოკაუტი. აი, ასე გამოიყურები შენ ბოლო ეტაპზე“.

ალმეიდა სირცხვილისგან კინაღამ ატირდა. ნახა ვიდეო, რომელიც მის ოცდამეათე დაბადების დღეზე გადაიღეს, როცა სმამ ალკოჰოლურ კომამდე მიიყვანა. „ინტერის“ ექიმმა ურჩია, არგენტინაში დაბრუნებულიყო. ის „ინდეპენდიანტეს“ მოელაპარაკა, მაგრამ ბუენოს-აირესის უსაფრთხოების სამსახურმა ფეხბურთელს უთხრა, რომ მამამისის გატაცებას აპირებდნენ, ამიტომ მატიასმა მშობლები იტალიაში გადაიყვანა. დიდი ხანია, "ბრეშაში“ ეპატიჟებიან, თან იქ მისი ახლო მეგობარი, დანიელე ადანი თამაშობს. მაგრამ პირველ სამ თამაშში 1:9 და ნული ქულა. ერთ-ერთ ვარჯიშზე ფანები შეცვივდნენ: „ეი, შენ, ალმეიდა! აქ რა ჯანდაბას აკეთებ? ისე რატომ აღარ თამაშობ, როგორც ადრე?“ – „გთხოვ, გაჩერდი, პირი არ გააღო“, - წაუჩურჩულა მატიასს ადანიმ. – „თუ არ გამოასწორებთ, ყველას მოგკლავთ“.
„მორჩა, აღარ მინდა "ბრეშაში" თამაში“, - უთხრა მატიასმა ხელმძღვანელობას. – ოცდაათი წლის ვარ და ვიცი, რომ კლუბების ბაზების კარები თავისით არ იღება“.

გაგრძელება: „მე ვაპროტესტებდი, როგორც ჯონ ლენონი და იოკო ონო“, - კომიდან გამოსვლა და ფეხბურთში დაბრუნება

ზამთარში „ვესტ ბრომვიჩში“ წავიდა, კონტრაქტზე მოილაპარაკა, მაგრამ გამოჩნდა იტალიელი ვიღაც შუამავალი, რომელმაც წილი მოითხოვა და ყველაფერი ჩაშალა. კიდევ ერთმა მეგობარმა, ნელსონ ვივასმა „კილმესში“ წაიყვანა. იქ 5 თამაში ჩაატარა და მორჩა! აზულში გამოსამშვიდობებელი მატჩი გამართა და მარადონასთან ერთად ვეტერანთა გუნდში დაიწყო სირბილი.

ნორვეგიულ ტურნეში ნაცნობები შეიძინა. იქ დაიწყო არგენტინიდან ფეხბურთელების ჩაყვანა სინჯებზე. შემდეგ ადგილობრივი „ლიუნის“ მწვრთნელმა, ჰენინგ ბერგმა, რომელიც 1999 წლის სუპერთასის მატჩში „მანჩესტერის“ მცველი იყო, ალმეიდას რამდენიმე მატჩში მონაწილეობის მიღება შესთავაზა. მატიასი დათანხმდა, მაგრამ დიეგო სიმეონემ უხმო „რივერ პლეიტში“ მეორე მწვრთნელად სამუშაოდ. ნაკრებში ისინი მუდამ ერთ ოთახში ცხოვრობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად განსხვავებული ცხოვრების წესი ჰქონდათ: სიმეონე 9 საათზე იძინებდა, ალმეიდა კი ეწეოდა და ტელევიზორს დილამდე უყურებდა. დამხმარედ ყოფნაზე უარი განაცხადა: „იცი, ცოტას კიდევ ვითამაშებ“.

თავიდან სამოყვარულო გუნდში „ფენიქსში“, შემდეგ კი „რივერ პლეიტში“, სადაც სიმეონე უკვე აღარ მუშაობდა. [b]2009 წლის 30 აგვისტოს „ჩაკარიტოსთან“ მატჩის 88-ე წუთზე ალმეიდამ დიეგო ბოუნანოტე შეცვალა და შევიდა სტადიონ „მონუმენტალზე“, რომლის დერეფნებსაც ხეხავდა ახალგაზრდობაში. [/b]დიდი ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ ოთხ-ნახევარი წელი იყო გასული. მან გადაიტანა ალკოჰოლიზმი, დეპრესია და პანიკური შეტევები. ძალიან რთულად დასაჯერებელია, რომ ეს დაბრუნება შედგა! მაგრამ ნახევარი წუთის შემდეგ ალმეიდამ ფედერიკო ვისმარა მოჩეხა და ყვითელი ბარათი მიიღო.

კი, ნამდვილად დაბრუნდა!

ბაზაზე იგივე ხალიჩა, იგივე სამზარეულო, რაც 13 წლის წინ იყო, როცა „რივერი“ დატოვა. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ახლა თვითონ 35 წლისაა და ვარჯიშების მერე ნახევარი წუთი გაყინულ წყალში წელამდე უნდა ჩავიდეს - თორემ ტკივილები შეაწუხებს. დილაობით თამაშის შემდეგ თავს 80 წლის მოხუცივით გრძნობდა. ძლივს მიდიოდა დუშამდე, რომ მყესები გაეთბო - მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლო ნორმალურად სიარული.

დროთაგანმავლობაში ალმეიდა კლუბის კაპიტანი გახდა. გულშემატკივართა 68 პროცენტმა საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა, პრეზიდენტმა კი, ნაცნობმა პასარელამ, შეჰპირდა: სეზონი ჩავამთავროთ და მთავარი მწვრთნელი გახდებიო. ყატარში ნახევარ მილიონ ევროს აძლევდნენ, მაგრამ „რივერი“ ახრჩობდა. ალმეიდას გაქცევა არ შეეძლო და სეზონი გაბზარული ნეკნით ჩაამთავრა. “ბოკასთან“ თამაშში ალმეიდა გააძევეს. გასახდელისკენ მიმავალ გზაზე, სასოწარკვეთილმა, კლუბის ემბლემას აკოცა. მიხვდა, რომ „რივერი“ ჭილყვავის ბინაა, რომელსაც ყოველი მხრიდან ცეცხლი წაუკიდეს. ბოლო 10 თამაშიდან „რივერ პლეიტმა“ მხოლოდ ერთი მოიგო, მეორე ლიგაში გავარდა, ალმეიდა კი მის მთავარ მწვრთნელად დანიშნეს.

ასეთ სიტუაციაში 30 წლის ასაკში რომ აღმოჩენილიყო, საძინებელ ოთახში გაიქცეოდა ღვინის ყუთებიანად. 25 წლისა, ფანებთან იჩხუბებდა. 2007 წელს ის ვეტერანების გუნდში თამაშობდა, ანტიდეპრესანტებზე იჯდა, ასოციალური იყო, იშვიათად ურთიერთობდა ახლობლებთან, ცრუ განგაშებისგან იტანჯებოდა. როცა უფროსმა დამ, სილვინამ გაიგო, რომ მისი ქალიშვილი დაუნის სინდრომით დაიბადა, მატიასი მასთან იყო მშობიარობამდე, მშობიარობის პროცესშიც და მის შემდეგაც. გვერდიდან არ მოშორებია. ახალდაბადებულ კლარიტას უყურებდა და გული სავსე ჰქონდა სიხარულით, გრძნობა კი უსამართლობით!

2011 წელს მატიასმა „რივერ პლეიტთან“ ერთად კლუბის 110-წლიან ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო მომენტი გადაიტანა და კლუბი უფსკრულიდან უნდა გამოეყვანა. კლარიტას დაბადების შემდეგ საქველმოქმედო აუქციონები არასდროს გამოუტოვებია, რის გამოც, ბუენოს-აირესის მერიისგან პრემიაც მიიღო. ხოლო „რივერის“ გავარდნის შემდეგ, ახალ აუქციონზე მასთან ერთი ბიჭი მივიდა დაუნის სინდრომით და უთხრა: „რატომ ხარ მოწყენილი? მოდი, მე დაგეხმარები, ერთად დავაბრუნებთ „რივერს“ პრიმერაში“.

გაგრძელება: „მე ვაპროტესტებდი, როგორც ჯონ ლენონი და იოკო ონო“, - კომიდან გამოსვლა და ფეხბურთში დაბრუნება

დავიდ ტრეზეგესთან ერთად

ალმეიდამ ბავშვს თვალებში შეხედა და რატომღაც გაახსენდა, რამდენ დროს და ენერგიას ხარჯავდა ადრე აგრესიაზე, სიძულვილზე და წყენაზე. მან დაურეკა ფერნანდო კავანაგის, ალეხანდრო დომინგესს და დავიდ ტრეზეგეს: „დამეხმარეთ პრიმერაში „რივერ პლეიტის“ დაბრუნებაში“. მწვრთნელებად ხოსე შამოტი, გაბრიელ ამატო და კარლოს როა დანიშნა. 90-იანების მიწურულს როა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე იყო. მისი შეძენა ლონდონის „ჩელსის“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ უნდოდა, მაგრამ 1999 წელს ის მე-7 დღის ადვენტისტების ზეგავლენის ქვეშ მოექცა და ფეხბურთიდან წავიდა, რათა სამყაროს აღსასრულისთვის მომზადებულიყო. ის მწვრთნელის ამპლუაშიც თავისებური იყო: საწყისი ნახევარი წლის შემდეგ ალმეიდას ერთგვარი სტატისტიკური ანგარიში, როგორც დოკუმენტი წარუდგინა: მეკარეებისგან ვინ რამდენ გოლს უშვებდა ვარჯიშებზე, რომელ კუთხეში ხტებოდა ყველაზე ხშირად, რა მანძილიდან ურტყამდნენ ბურთებს. ყველაფერი ხელით დათვალა. „ჩვენ გვჭირდება პროგრამული უზრუნველყოფა, რათა თითოეულ ვარჯიშს გავუკეთოთ ანალიზი“. ალმეიდამ ფული ჯერ ხელმძღვანელობას მოსთხოვა, მაგრამ, უარი მიიღო და საბოლოოდ, თავად შეიძინა 40 ათას დოლარად.

ალმეიდა „რივერ პლეიტს“ ელიტაში აბრუნებს, ნახევარი წლის შემდეგ კი პასარელა მას ათავისუფლებს დაკავებული პოსტიდან. ამ ყველაფრის შემხედვარე, მარადონა განცხადებას აკეთებს: „როგორ მოისროლეს მატიასი - ეს საზიზღრობაა!“

ალმეიდამ „ბანფილდი“ ჩაიბარა და ისიც პრიმერაში გადაიყვანა. შემდეგ კი მექსიკაში წავიდა და „გვადალახარასთან“ ერთად თასი მოიგო. თუმცა, ის სეზონი, როცა მან მშობლიური კლუბი გამოიყვანა განსაცდელიდან, ყველა დროის ყველაზე ნერვიულ და რთულ სეზონად დარჩება მის ცხოვრებაში.
როგორც ჩანს, მთელი არგენტინის წნეხის ქვეშ მოექცა. ანტიდეპრესანტებიც კი უკვე უძლური იყო ამ სტრესის წინააღმდეგ. ღამ-ღამობით უძილობა ტანჯავდა. ზოგჯერ შუაღამით ნავით გადიოდა წყალში. რაღაც პერიოდის შემდეგ, ესეც ვეღარ ეხმარებოდა მოდუნებაში - განტვირთვაში.

იმ სეზონის შუაში უფროსმა გოგომ მამას შეკითხვა დაუსვა: „ჩორი (დომინგესი) რატომ არ თამაშობს?“ – „მას პატარა პრობლემა აქვს. მაგრამ ვიცი, როგორ უნდა მოვაგვარო და დავეხმარები“. – „რა სჭირს?“ – „ის ზედმეტად ხშირად არის ცუდ ხასიათზე“.

თარგმნა მათე ხოფერიამ - სპეციალურად GOAL.GE -სთვის.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"მესიმ მითხრა, რომ გაბრაზდა, როცა პირველი შეთავაზება ვიუარე", - გრიზმანის ინტერვიუ

"ბარსელონას" ფორვარდმა, ანტუან გრიზმანმა Movistar-თან საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

დღეს, 04:51

"იმ გუნდს მშვენივრად მოვერგებოდი", - რუნიმ აღიარა, რომ 2010 წელს ბარსელონაში გადასვლა უნდოდა

უეინ რუნიმ გაიხსენა, რომ თავის დროზე, "მანჩესტერიდან" "ბარსელონაში" გადასვლაზე ფიქრობდა.

დღეს, 04:15

გრიგალავამ გულმკერდის არეში ტრავმა მიიღო და კონტუზია აქვს

რუსეთის ჩემპიონატის გასულ ტურში "არსენალ ტულას" მცველმა გია გრიგალავამ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

დღეს, 02:39

დევდარიანი: "გეტყვით 4 მთავარ პუნქტს, რასაც ნაკრებში დღესვე შევცვლიდი"

დევდარიანი ასახელებს იმ 4 მთავარ პუნქტს, რასაც საქართველოს ნაკრებში დღესვე შეცვლიდა.

დღეს, 02:33

პრობლემები და კაშია-ყაზაიშვილის ამერიკული კარიერა, რომელიც სრულდება

გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილს რომ ამერიკაში საქმე კარგად არ აქვთ, ეს უკვე რამდენიმე თვეა ჩანს.

დღეს, 02:26

შოთა არველაძე: "საქართველოს ნაკრებს არ ჩავიბარებ და ამას თავისი მიზეზები აქვს"

მოგეხსენებათ, ვლადიმირ ვაისმა სომხეთთან და მაკედონიასთან წაგებული მატჩების შემდეგ საქართველოს ნაკრები დატოვა.

დღეს, 02:18

ერთ დღეს ტრავმა საქართველოს ნაკრების ორმა ფეხბურთელმა მიიღო

გუშინდელ მატჩებში ტრავმა საქართველოს ნაკრების ორმა ფეხბურთელმა მიიღო.

დღეს, 02:15

პეპემ საჯარო ბოდიში მოიხადა

პრემიერ ლიგის გასულ ტურში ლონდონის "არსენალი" "ლიდსს" დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ითამაშა.

დღეს, 02:12

პირლო: "აქამდე ეს შეუძლებელი იყო - მომავალში კი სამივე ფეხბურთელი ერთად ითამაშებს"

ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლო საინტერესო კომენტარს აკეთებს.

დღეს, 02:09

ლამპარდმა ჟირუს მომავალზე კომენტარი გააკეთა

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ ოლივიე ჟირუ ლონდონის "ჩელსის" დატოვებს.

დღეს, 02:07

"საკმარისი დრო მაქვს ამაზე ფიქრისთვის", - სად დაასრულებს კარიერას ლევანდოვსკი?

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 23:45

"საკმარისია, დიდხანს ვითმინე!", - გრიზმანის ინტერვიუს დამაინტრიგებელი ანონსი

ესპანური ტელეარხი Movistar + "ბარსელონას" ფორვარდ ანტუან გრიზმანის ვიდეოინტერვიუს აანონსებს.

გუშინ, 23:35

საუკუნის ფეხბურთელი, საუკუნის მწვრთნელი და საუკუნის კლუბი: Globe Soccer-მა ნომინანტები გამოაცხადა

ცნობილი გახდა Globe Soccer Awards-ის ჯილდოების ნომინანტები, წერს ორგანიზაციის ოფიციალური საიტი.

გუშინ, 23:25

ერიქსენს კარიერის გაგრძელების ახალი ვარიანტი გამოუჩნდა

"ინტერის" ნახევარმცველს, კრისტიან ერიქსენს მილანური კლუბის დატოვება გადაწყვეტილი აქვს.

გუშინ, 23:13

რუნი: "მთავარი მწვრთნელის როლში თავს კომფორტულად ვგრძნობ"

"დერბი ქაუნთის" ნახევარმცველი, უეინ რუნი, რომელიც მთავარი მწვრთნელის ვალდებულებებს ასრულებს, კმაყოფილია.

გუშინ, 23:09

გვარდიოლა: "არ ვაპირებ იმის თქმას, რომ მანჩესტერ სიტის აგუერო არ სჭირდება"

"მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ფორვარდ სერხიო აგუეროს ტრავმიანობაზე ისაუბრა.

გუშინ, 22:47

"ფინალის ტოლფას სიტუაციაში აღმოვჩნდით", - ტუხელი პსჟ-ს ასპარეზობით უკმაყოფილოა

"პსჟ"-ს მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა ჩემპიონთა ლიგაზე "ლაიფციგთან" გასამართ მატჩზე ისაუბრა.

გუშინ, 22:37

ინგლისში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული სპორტსმენების რიცხვი გაიზარდა

ინგლისში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული პროფესიონალი სპორტსმენების რიცხვი გაიზარდა.

გუშინ, 22:20

დოკუმენტური ფილმი რასიზმზე: პრემიერ ლიგის ექს-ფეხბურთელი ჯონ ტერის ადანაშაულებს

ანტონ ფერდინანდმა დოკუმენტური ფილმი გადაიღო იმაზე, თუ როგორ გამხდარა რასიზმის მსხვერპლი.

გუშინ, 22:02

ევრა: "ამჟამინდელ ლივერპულს დიდებულს მხოლოდ ერთ შემთხვევაში ვუწოდებ"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-მცველმა, პატრის ევრამ "ლივერპულის" ასპარეზობაზე განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:47

სევილიას მცველი: "გვარდიოლას ვესაუბრე, სათამაშო დროის გარანტიას მაძლევდა"

"სევილიას" მცველმა, ჟიულ კუნდემ "მანჩესტერ სიტიში" ზაფხულში არშემდგარ ტრანსფერზე ისაუბრა.

გუშინ, 21:38

ვენგერი: "მშვიდად ვარ, როცა სხვა მწვრთნელების ტანჯვას ვუყურებ"

"არსენალის" ყოფილმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა უყვარს ფეხბურთში.

გუშინ, 21:31

4 სავარაუდო მეტოქე ცნობილია: ვის შეხვდება ლანჩხუთი ჩემპიონთა ლიგაზე?

მოგეხსენებათ, ლანჩხუთის ქალთა გუნდმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა.

გუშინ, 21:26

მორიგი ბრწყინვალე რეკორდი! - იბრაჰიმოვიჩი მილანის ისტორიაში შევიდა

იტალიის ჩემპიონატში "მილანის" შვედმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ახალი რეკორდი დაამყარა.

გუშინ, 21:17

წლის ფეხბურთელი, წლის მწვრთნელი და წლის კლუბი: Globe Soccer-მა ნომინანტები გამოაცხადა

ცნობილი გახდა Globe Soccer Awards-ის ჯილდოების ნომინანტები, წერს ორგანიზაციის ოფიციალური საიტი.

გუშინ, 20:58

თემურ ქეცბაია თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა!

ქართველი სპეციალისტი თემურ ქეცბაია კვიპროსში კიდევ ერთხელ გამოარჩიეს.

გუშინ, 20:51

ცნობილია თანხა, რომელიც ინტერმა მანჩესტერ სიტის ლუკაკუს სანაცვლოდ მოსთხოვა

"მანჩესტერ სიტის" გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე "ინტერის" ფორვარდ რომელუს შეძენა უნდოდა.

გუშინ, 20:44

ისკომ რეალის დატოვება გადაწყვიტა და ხელმძღვანელობას ორი მიზეზი დაუსახელა

"რეალის" ნახევარმცველმა, ისკომ მადრიდული გრანდის რიგებიდან აბარგება გადაწყვიტა.

გუშინ, 20:36

საშინელი სტატისტიკა ყოფილი კლუბის წინაღმდეგ: ლივერპული როჯერსის კოშმარად იქცა

"ლივერპულმა" ინგლისის ჩემპიონატის მე-5 ტურში "ენფილდზე" "ლესტერი" გაანადგურა - 3:0.

გუშინ, 20:29

პირლო: "რაიმე გზა უნდა გამოვნახოთ, რომ რონალდუ-დიბალა-მორატას სამეული ერთად ვათამაშოთ"

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ, „ფერენცვაროშთან“ მოახლოვებულ მატჩზე ისაუბრა.

გუშინ, 18:58
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10