» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ვიტ ჯორჯია მზადებას იწყებს

დღეს ვიტ ჯორჯიას ოფისის საკონფერენციო დარბაზში შეხვედრა შედგა, რომელსაც ესწრებოდნენ გუნდის ხელმძღვანელობა და ფეხბურთელები. როგორც ცნობილი გახდა, ხვალიდან მზადებას ვიტ ჯორჯია სრული შემადგენლობით დაიწყებს. ასევე, ცნობილი ხდება სპარინგ-მატჩების განრიგი: 17.01.2015: ვიტ ჯორჯია - მარკ სტარსი (მ ...

25-12-2014, 18:29

ირაკლი ძარია:"დინამოს" დატოვება გამიჭირდა"

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე თბილისის "დინამო" რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა, რომელთა რიგებში ირაკლი ძარიაც შედის. 26 წლის მოთამაშე 2011 წლიდან ირიცხებოდა დედაქალაქურ კლუბში. GOAL.GE დაუკავშირდა "დინამოს" უკვე ყოფილ ფეხბურთელს. ქართველმა ნახევარმცველმა ჩვენთა ...

25-12-2014, 01:06

სოსო ფრუიძე:"ჩიხურაში" ფეხბურთელების დასამატებლად საჭირო ფინანსები არაა

მიმდინარე სეზონის პირველი წრე საჩერის "ჩიხურამ" მეტ-ნაკლებად წარმატებულად დაასრულა. გუნდი მე-7 ადგილზეა "უმაღლეს ლიგაში" და პირველ ოთხეულთან მხოლოდ ორ ქულიანი ჩამორჩენა აქვს. გარდა ამისა, საჩხერელებმა წარმატებით დაძლიეს "დავით ყიფიანის თასის" მერვედფინალური ეტაპი, დაამარცხეს რა "ზესტაფონი". საი ...

25-12-2014, 00:38

2014 წლის საქართველოს რჩეული ფეხბურთელები ხვალ გამოვლინდებიან

ეროვნული ჩემპიონატის, პირველი ლიგის მწვრთნელების და კაპიტნების გამოკითხვის შედეგად, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს, ლეგიონერს და ეროვნული პირველობის რჩეულ ფეხბურთელს 25 დეკემბერს გამოავლენენ. ახალგაზრდა ფეხბურთელის ნომინაციაში სამეული უკვე ცნობილია. 21 წლამდე  რჩეული ფეხბურთელის ტიტულისთ ...

24-12-2014, 22:37

"ტორპედოს" 100 ათასი ლარი გამოუყვეს

მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ ქუთაისის "ტორპედო" მერიის მფლობელობაში გადავიდა. როგორც გუნდის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ბატონმა დავით ფრუიძემ განაცხადა, "ვისოლმა"  გუნდის დატოვებამდე "ტორპედოს"  500 ათასი ლარი დაუტოვა, თუმცა როგორც დღეს საკრებულოს სხდომაზე ითქვა, კლუბს მხოლოდ 100 ათა ...

24-12-2014, 21:38

"ზესტაფონში" ისევ არეულობაა

"ზესტაფონის" ირგვლივ ისევ გაურკვევლობაა. რამდენიმე დღის წინ პრესსამსახურმა დააანონსა, რომ 23 დეკემბერს ზესტაფონის საკრებულოს სხდომა უნდა გამართულიყო. გუშინ დღის სამ საათზე საკრებულის შენობასთან უამრავმა გულშემატკივარმა მოიყარა თავი. როგორც შემდეგ  გახდა ცნობილი, ზესტაფონის თვითმმართელობა გუნდს ჩ ...

24-12-2014, 15:24

ვარლამ კილასონია: "მეტალურგში" უმძიმესი მდგომარეობაა"

რუსთავის "მეტალურგმა" უმაღლესი ლიგის პირველი წრე სტაბილურად მე-6 ადგილზე დაასრულა. ფინანსური პრობლემები გუნდს ჩემპიონატის დაწყებამდეც აწუხებდა. ხელმძღვანელობის მოულოდნელმა ცვლამ გაუგებრობა გამოიწვია და ეს გახდა ფეხბურთელების წასვლის ერთ-ერთი მიზეზი. პირველი წრის ბოლოს "მეტალურგში" ფინანსური თ ...

24-12-2014, 01:13

ნიკოლოზ საბანაძე: "ჩემი მომავალი? რამდენიმე გუნდს განვიხილავ, თუმცა..."

ქართველმა ფეხბურთელმა, ნიკოლოზ საბანაძემ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე "დინამო" დატოვა. მის სახელს სხვადასხვა კლუბს უკავშირებენ, რომელთა შორის ყველაზე ხშირად ქუთაისის "ტორპედოს" სახელი ჟღერს. GOAL.GE დაუკავშირდა ახალგაზრდა მოთამაშეს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირ ...

22-12-2014, 23:50

ვერცხლის ლიგაში ივერიაბეთმა პირველი გამარჯვება მოიპოვა, სუპერლიგაში ლიდერი შეიცვალა!

21 დეკემბერს, ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლა. ზამთრის შესვენებამდე ერთი ტურით ადრე, მეექვსე ტურის შეხვედრები  სუპერლიგის და ვერცხლის ლიგის გუნდებმა გამართეს. ტურის ცენტრალურ შეხვედრად შერაცხული დაპირისპირება პროგრეს ბ ...

22-12-2014, 22:09

დავით კუპატაძე: "ზესტაფონთან" აღარაფერი მაკავშირებს"

მოგეხსენებათ უმაღლესი ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ უამრავი ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ "ზესტაფონს"  მფლობელი ილია კოკაია ტოვებს. პრესსამსახურის განცხადებით, კლუბში ყველა ფეხბურთელს გათავისუფლების ფურცელი ჩამოურიგეს. ამჟამად "ზესტაფონი" კოკაიას განცხადების მოლოდინშია. თავად ფეხ ...

22-12-2014, 21:45

მიხეილ ჭიღლაძე: “ეს გამარჯვება ივერიაბეთს თავდაჯერებულობას შემატებს”

კვირას ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მატჩები გაიმართა. ვერცხლის ლიგის მე-6 ტურში ერთმანეთს “რუსთავი 2″ და “ივერიაბეთი” დაუპირისპირდნენ. ჩვენი საიტის მეგობარმა კომპანიამ, “ივერიაბეთმა” ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ორივე გუნდის კართან იქმნებოდა სახიფათო მომ ...

22-12-2014, 21:40

"ივერია" დახმარების მოლოდინშია

ხაშურის გრიგოლ ჯომართიძის სახელობის სტადიონი 1933 წელს აშენდა. მას რეკონსტრუქია 1990 წელს ჩაუტარდა და დაახლოებით 8,000 მაყურებელს იტევდა. დღეს ხაშურის "ივერია" დახმარებას ითხოვს. დაახლოებით ორი წლის წინ მდინარის ადიდების შემდეგ სტადიონი მთლიანად დაიტბორა და სათამაშოდ უვარგისი გახდა. ხაშურელი ...

22-12-2014, 19:30

"ზუგდიდმა" ვარჯიშები განაახლა

ს.კ."ზუგდიდი" უმაღლესი ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ პირველად შეიკრიბა. მწვრთნელმა, ბესიკ შეროზიამ "ბაიას" ბაზაზე გუნდს ათი დღით ადრე უხმო. მთავარი გუნდის შეკრება 5 იანვარს არის დაგეგმილი, თუმცა, შეროზიამ ერთჯერადი ვარჯიშები ძირითადისა და დუბლშემადგენლობისთვის მაინც დანიშნა. "ზუგდიდს" 30 ...

22-12-2014, 19:03

"დინამოდან" 6 ფეხბურთელი წავიდა

თბილისის "დინამოს" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გუნდიდან 6 ფეხბურთელი წავიდა. წყაროში წერია, რომ ზოგი მოთამაშე ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე წავიდა, ზოგს კი კონტრაქტი ამოეწურა. ცნობილია, რომ ირაკლი ძარია კარიერას უცხოეთში გააგრძელებს. ასევე, კონტრაქტის ამ ...

22-12-2014, 17:08

თბილისის "დინამო" რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის "დინამო" რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა. ოფიციალური გვერდის განცხადებით კონტრაქტი ამოეწურათ ომარ მიგინეიშვილს, ზურაბ ხიზანიშვილს და ირაკლი ძარიას. კლუბთან ურთიერთშეთანხმებით, გუნდი ასევე დატოვეს დავით საჯაიამ, გიორგი მჭედლიშვილმა და ნიკოლოზ საბანაძემ. შეგახსენ ...

22-12-2014, 15:44

ლევან მჭედლიძე VS "ფიორენტინას" ფეხბურთელები

გუშინ ლევან მჭედლიძის "ემპოლი" "ფიორენტინას" შეხვდა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. ერთ-ერთ ეპიზოდში ქართველი ლეგიონერი მეტოქე გუნდის ფეხბურთელების წინააღმდეგ წავიდა, თუმცა სიტუაცია მალე განიმუხტა. [jwplayer player="1" mediaid="86759"]

22-12-2014, 00:14

ტყეშელაშვილი მინდორს უბრუნდება

საქართველოს ჩემპიონატში არ არის ბევრი ისეთი ფეხბურთელი, რომელიც სტაბილური თამაშით გამოირჩევა, ხოლო იმ მცირე ჯგუფში, რომლებიც შედარებით სტაბილურად თამაშობენ, გიორგი ტყეშელაშვილიც შედის. 29 წლის ფეხბურთელი გულშემატკივრებმა გაგრის "გაგრადან" გაიცნეს, სადაც გუნდის კაპიტანი გახლდათ დ ...

21-12-2014, 22:37

რა ელის "ზესტაფონს"?

გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ზესტაფონს" მფლობელი ილია კოკაია ტოვებს. ამის შესახებ მას ჯერ განცხადება არ გაუკეთებია; თუმცა, როგორც პრესსამსახური აცხადებს, კოკაიამ თანამშრომლებს დაავალა, რომ ყველა ფეხბურთელს გათავისუფლების ფურცელი დაურიგონ. კლუბის განცხადებით, გუნდში არამდგრადი მდგომარეობა  არარს ...

21-12-2014, 17:11

10 ყველაზე შედეგიანი ლეგიონერი პირველი წრის მიხედვით

ამ სტატიაში, მინდა შემოგთავაზოთ 10 ყველაზე შედეგიანი ლეგიონერი Goal.ge-ს ვერსიით. მართალია. ჯერ ევროპაში პირველი წრე არ დასრულებულა, მაგრამ მაინც შესამჩნევია თუ, რომელი ლეგიონერები თამაშობენ რეგულარულად და სტაბილურად თავიანთ კლუბებში. 1) საბა კვირკველია     ( რუბინი, რუსეთი) ...

21-12-2014, 13:51

ჭაფოძე მოედანს უბრუნდება

ცხინვალის "სპარტაკს" 26 წლის კაპიტანი, ლევან ჭაფოძე უბრუნდება. 26 წლის უკანახაზელმა ტრავმა სეზონის სტრატზე მიიღო და მის მერე ტრავმას მკურნალობს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ჭაფოძემ ტრავმა თითქმის მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიშსაც შეუდგა. Goal.ge ფეხბურთელს დაუკავშირდა და ამ ...

21-12-2014, 00:08

დავით სირაძე:"მინდა, კარიერა რუსეთში გავაგრძელო"

მიმდინარე სეზონის დასაწყისში ქართველმა ვეტერანმა ფეხბურთელმა, დავით სირაძემ კონტრაქტი ბოლნისის "სიონთან" გააფორმა. მან გუნდი უმაღლესი ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ დატოვა. ჯერჯერობით გაურკვეველია, სად გააგრძელებს 33 წლის ფეხბურთელი კარიერას. GOAL.GE დაუკავ ...

20-12-2014, 23:20

გიგი იოსელიანი: "ქართული ფეხბურთი მართლაც მძიმე დღეშია"

წლევანდელი სეზონის მთავარ აღმოჩენად თამამად შეიძლება ცხინვალის "სპარტაკი" ჩაითვალოს. "სპარტაკმა" პირველი წრე 24 ქულით მე-6 ადგილზე დაამთავრა და გულშემატკივრები სასიამოვნოდ გააოცა. ცხინვალის "სპარტაკში" მეორე სეზონს ატარებს და ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ითვლება მარცხენა მცველი, გიგი იოსე ...

19-12-2014, 18:05

SBM LEAGUE 2014/15: სუპერლიგისა და ვერცხლის ლიგის VI ტური

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014 წლის ბოლოს წინა სათამაშო დღეს, 21 დეკემბერს ტრადიციულად ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემია უმასპინძლებს. მეექვსე ტურის შეხვედრებს სუპერლიგის და ვერცხლის ლიგის გუნდები გამართავენ. ტურის ცენტრალური დაპირისპირება ს.კ ჯვაროსნებსა და

19-12-2014, 15:36

ფიფას რეიტინგი: საქართველოს ნაკრებმა ერთი პუნქტით წინ წაიწია

გამოქვეყნდა ყოველთვიური ფიფა/კოკაკოლას რეიტინგი, რომელშიც საქართველოს ნაკრები 1 პოზიციით დაწინაურებულია. წინა თვეში, როგორც გახსოვთ, ჩვენი პირველი გუნდი 239 ქულით 126-ე ადგილზე იყო, ახლა კი საქართველოს ეროვნული ნაკრები 125-ე ადგილს "ამშვენებს". პირველ ადგილზე კვლავ გერმანიის ნაკრებია, რომე ...

19-12-2014, 15:17

"ტორპედოს" მზადება მეორე წრისთვის

გასულ კვირას ქუთაისის "ტორპედოს" რევაზ ძოძუაშვილი დაემშვიდობა. მის ადგილას გიორგი დარასელია დაინიშნა, რომელიც გუნდის მზადებას უმაღლესი ლიგის მეორე წრისთვის განახლებული შემადგენლობით აპირებს. როგორც ჩანს, გავრცელებული ჭორი, იმის შესახებ, რომ "ტორპედოს" ფეხბურთლი ვაჟა ტაბატაძე თბილისის "დინამო ...

19-12-2014, 15:11

გურამ კაშია: "ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ "აიაქსი" დავამარცხეთ"

გუშინ არნემის "ვიტესმა" ჰოლანდიის თასზე ამსტერდამის "აიაქსი" გამანადგურებელი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ არნემელთა ქართველი კაპიტანი გურამ კაშია უზომოდ ბედნიერი იყო. "ჯერაც ვერ ვიჯერებ მომხდარს. დიდი მატჩი ჩავატარეთ და ყველას ვაჩვენეთ, რომ ერთი, შეკრული გუნდი ვართ. მწვრთნელიდან და ...

19-12-2014, 14:26

ვაკო ყაზაიშვილმა ამსტერდამის "აიაქსის" კარში გოლი კვლავ გაიტანა

გუშინ, 18 დეკემბერს ჰოლანდიის თასზე "ვიტესმა" "აიაქსი" 4:0 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ ორივე ქართველი ფეხბურთელი: გურამ კაშია და ვალერი ყაზაიშვილი - ძირითად შემადგენლობაში იყო. საქართველოს ნაკრების მოთამაშეებმა შეუცვლელად იასპარეზეს და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. განსაკუთრებით, ეს ე ...

19-12-2014, 02:48

"ოჰ, ეს გაბელია!"

ცხრა წლის იყო ოთარი, როცა ერთ-ერთი ჟურნალის გარეკანზე თბილისის დინამოს სახელოვანი მეკარის, სერგო კოტრიკაძის ფოტო უნახავს. მაშინ იმგვარ დიდებაზე მხოლოდ ოცნება თუ შეეძლო, თუმცა ზუსტად 17 წელიწადში იმავე ჟურნალის გარეკანზე მომღიმარი, თავადაც, გამოჩნდა. ზუგდიდში, ნინოშვილის ქუჩაზე აიდგა ფეხი. მამ ...

19-12-2014, 00:20

ფოთის "კოლხეთში" ცვლილებები იგეგმება?

გავრცელებული ინფორმაციით ფოთის "კოლხეთში" დაბრუნება სოსო ფილიას სურს, თუმცა როგორც გუნდის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა აცხადებს, მათ ამ თემასთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაცია არ გააჩნიათ. შეგახსენებთ, ფილიამ გუნდი გასული წლის ივნისში დატოვა.ის აცხადებდა, რომ გუნდის დატოვება ქალაქის მერის ...

18-12-2014, 15:20

სწრაფი ფორვარდი - "თბილისელი" შენგელია

ასე შეარქვეს რამაზ შენგელიას დასავლური პრესის მესვეურებმა, როდესაც მისი თამაში ნახეს პირველად, თუმცა ალბათ ის არ იცოდნენ, რომ შენგელია სულაც არ ყოფილა თბილისელი. იგი 1957 წლის 1 იანვარს ქუთაისში დაიბადა. ბავშვობიდან ბურთის დევნით გატაცებულს სახლში იშვიათად თუ ნახავდით. მშობლებს მოსწონდათ თავიანთ ...

17-12-2014, 23:08

უმაღლესი ლიგა - "ღარიბი კლუბები" მომრავლდნენ

2014/15 წლის სეზონის უმაღლესი ლიგის პირველი წრის დასასრულს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თანდათანობით იმატებს პრობლემური კლუბების რიცხვი . გორის "დილაც" ალაპარაკდა ფინანსურ პრობლემებზე. წელს "დილაში" ფინანსური თვალსაზრისით გუნდს ძალიან გაუჭირდა. კლუბი ბევრმა ფებურთელმა დატოვა. ამას დაე ...

17-12-2014, 22:06

საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრის საუკეთესო გუნდი, მწვრთნელი, ფეხბურთელები...

საქართველოს სუპერთასის შეხვედრით, სადაც ერთმანეთს თბილისის "დინამო" და საჩხერის "ჩიხურა" დაუპირისპირდნენ, დასრულდა მიმდინარე საფეხბურთო სეზონის პირველი წრე ჩვენს ქვეყანაში. ამ რამდენიმე თვის განმავლობაში უამრავმა გუნდმა, მწვრთნელმა თუ კონკრეტულმა ფეხბურთელმა დაგვამახსოვრა თავი დადებითი თუ უარყოფ ...

17-12-2014, 14:37

ჯანო ანანიძე - რუსეთის ჩემპიონატში სამარცხვინო სტატუსით

რუსეთში ცოტა ხნის წინ დასრულდა პრემიერ ლიგის პირველი წრე და მეორე დაიწყო. რა თქმა უნდა, ყველა წამყვანმა მედიასაშუალებამ შეაჯამა საფეხბურთო სეზონის პირველი ნახევარი. ადრე გაუწყეთ, რომ ყაზანის "რუბინის" ქართველი ლეგიონერი, საბა კვირკველია ყველაზე შედეგიან 5 ფეხბურთელს შორის მოხვდა ჰალკთან ერთად, თ ...

16-12-2014, 22:57

თემურ ქეცბაიამ 2013-2014 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

უეფას ტრადიციულ გამოკითხვაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ, 2013-2014 წლების სეზონის საუკეთესო გუნდი დააკომპლექტა. მეკარე - მანუელ ნოიერი ნოიერი ძალიან სტაბილური მეკარეა კლუბშიც კარგად ასპარეზობს და მსოფლიო ჩემპიონატზე ...

16-12-2014, 17:51

სირაძემ "სიონი" დატოვა

ბოლნისის "სიონის" 33 წლის თავდამსხმელმა, დავით სირაძემ ქართული გუნდი დატოვა და კარიერის უცხოეთში გაგრძელებას აპირებს. ეს ინფორმაცია ბოლნისურ კლუბში უკვე დაადასტურეს. შეგახსენებთ, რომ სირაძე "სიონში" გასულ ზაფხულს გადავიდა და 15 შეხვედრაში 3 გოლის გატანა მოახერხა. აღსანიშნავი ...

16-12-2014, 15:19

ზაზა ინაშვილი: "გუნდის გამოსვლა პირველ წრეში მხოლოდ დადებითად უნდა შეფასდეს"

ფოთის "კოლხეთიც" იმ გუნდთა სიაშია, რომლებსაც ფინანსური პრობლემები ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე აწუხებდა. შეგახსენებთ "კოლხეთი" წელს შემოუერთდა უმაღლეს ლიგას და არც ისე წარუმატებლად დაასრულა 2014/15 წლის სეზონის პირველი წრე. ფოთის "კოლხეთში" აცხადებენ, რომ გუნდი ისევ სპონსორის ძიებაშია. რამდენ ...

16-12-2014, 15:04

მჭედლიძეს 10 წუთი დაუთმეს

იტალიის სერია ა-ს მორიგ ტურში ლევან მჭედლიძის "ემპოლი" შინაურ კედლებში ტურინის "ტორინოს" დაუზავდა (0-0). განვლილ შეხვედრაში ახალგაზრდა ქართველი თავდამსხმელი სათადარიგო იყო და თამაშში მე-80 წუთზე ჩაერთო, მაგრამ ლევანს ამ მცირე დროში რაიმე ღირებული არ შეუქმნია. ცნობისთვის, ლევ ...

16-12-2014, 08:30

ჩისკო ესპანეთის სეგუნდა ბ-ში წავიდა სათამაშოდ

თბილისის "დინამოს" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი, ჩისკო მუნიოსი კარიერას ესპანეთის სეგუნდა ბ-ში მოასპარეზე კლუბ “ხიმნასტიკ ტარაგონაში” გააგრძელებს. როგორც კლუბის ოფიციალური საიტი წერს, ჩისკომ 2016 წლამდე მოაწერა კონტრაქტს ხელი და მას დღეს, იქაური დროით, 12:30 წუთზე წარადგენენ. აღსანიშნავია, რო ...

16-12-2014, 01:17

რა გაუკეთა მსაჯმა თორნიკე ოქრიაშვილის გუნდს (ვიდეო)

გუშინ ბელგიის ჩემპიონატში ერთმანეთს თორნიკე ოქრიაშვილის "გენკი" და "კორტრიჯკი" დაუპირისპირდნენ. შეხვედრის მე-15 წუთზე მსაჯმა ძალიან უცნაური გადაწყვეტილება მიიღო, როცა სტუმართა მიერ გატანილი გოლი არ ჩათვალა და კუთხური დანიშნა. ამით, არბიტრმა დიდი დახმარება გაუწია ოქრიაშვილის "გენკის". შედეგად, ...

16-12-2014, 00:34

მათე ცინცაძე: "ჩისკო ღირსეულად გავაცილეთ"

საქართველოს სუპერთასის მატჩში თბილისის "დინამომ" "ჩიხურა" დაამარცხა. მატჩის შემდეგ კარიერა, თბილისელთა ესპანელმა ლეგიონერმა, ჩისკომ დაასრულა. ის "დინამოს" ხელმძღვანელობამ, ფანებმა და თანაგუნდელებმა ღირსეულად გააცილეს. ამასთან და სხვა თემებთან სასაუბროთ, Goal.Ge მათე ცინცაძეს დაუკავ ...

15-12-2014, 23:43

ტყავის ბურთის დიდოსტატი - სლავა მეტრეველი

ის ერთი შეხედვით უწყინარი, ლაღი ბიჭი გახლდათ, რომელიც სულაც არ ოცნებობდა თურმე ფეხბურთელობაზე. თუმცა ამ სპორტის სახეობამ შემდგომ ისე გაიტაცა, მისთვის წარმოუდგენელი იყო ყოველ დღე ბავშვებთან ფეხბურთი არ ეთამაშა. მამამისი თურმე სულაც არ ფიქრობდა მისი შვილის საფეხბურთო მომავალზე, თუმცა, როდესაც პატა ...

15-12-2014, 23:24

SBM LEAGUE 2014/15: დაძაბული და უხვგოლიანი მეხუთე ტური

14 დეკემბერს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე გაიმართა, რომელსაც ტრადიციულად ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ უმასპინძლა. მეხუთე ტურის მატჩები გამართეს ოქროს ლიგის გუნდებმა. სამივე დაპირისპირება უაღრესად დაძაბული და საინტერესო გამოდგა. კვლავ დაუმარცხებელიაჯორჯია ...

15-12-2014, 21:45

ლეგიონერების მონაგარი: კაშია "ვიტესის" სასტარტოში დაბრუნდა

ჰოლანდია - ჰოლანდიის ჩემპიონატის მორიგ ტურში არნემის "ვიტესი" "გრონინგენს" ესტუმრა და შინ 1 ქულით დაბრუნდა (1-1). განვლილ შეხვედრაში "ვიტესის" ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა გუნდის კაპიტანი, გურამ კაშია, რომელმაც სრულად ითამაშა. ასევე სრულად ითამაშა კიდევ ერთმა ...

15-12-2014, 08:45

10 საუკეთესო ფეხბურთელი, რომელსაც არასდროს უთამაშია მსოფლიოს ჩემპიონატზე

მსოფლიო ჩემპიონატი - მოვლენა, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ ხდება და რომელსაც ფეხბურთის გულშემატკივრები უდიდესი ენთუზიაზმით ელიან. ეს არის დღესასწაული და შანსი ფეხბურთელებისთვის, დაამტკიცონ თავიანთი პირველობა. მთელ მსოფლიოს დაანახონ, რომ ღირსნი არიან ვარსკვლავობის. უბედურია მოთამაშე, რომელსაც არასდ ...

14-12-2014, 14:59

გელაშვილმა ლიდერთან მოიგო

ალბანეთი - ალბანეთის ჩემპიონატში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ნიკა გელაშვილის "ფლამურტარიმ". გელაშვილი და კამპანია გათამაშების ლიდერ "პარტიზანს" დაუხვდა და მინიმალურად აჯობა (1-0). ამ გამარჯვებით "ფლამურტარიმ" 22 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზე გადაინაცვლა. ...

14-12-2014, 08:25

"ტორპედოს" გიორგი დარასელია გაწვრთნის

ქუთაისის "ტორპედოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. "ტორპედოს" ამიერიდან ახალგაზრდა სპეციალისტი, გიორგი დარასელია გაწვრთნის. როგორც იცით, "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის პოსტი რევაზ ძოძუაშვილმა საკუთარი ნებით დატოვა და გუნდის თავკაცად რამდენიმე სპეციალისტის კანდიდა ...

13-12-2014, 20:34

დავით კირკიტაძე: "ნაკრების მწვრთნელი აუცილებლად ქართველი უნდა იყოს"

ისრაელის ჩემპიონატში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს. ისრაელის  რანგით მეორე ლიგის "აირონ ტიბერიანსში" 22 წლის ნახევარმცველი, დავით კირკიტაძე ირიცხება. კირკიტაძის გუნდს კარგი დროება ნამდვილად არ უდგას, ხოლო, თავად დათომ, მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 ბურთის გა ...

13-12-2014, 13:49

დეკანოიძე: "ჩისკოს გოლი? ალბათ, ეს ასე უნდა მომხდარიყო"

საქართველოს სუპერთასის შეხვედრაში, რომელიც 11 დეკემბერს "დინამო არენაზე" გაიმართა, საჩხერის "ჩიხურა" მინიმალური ანგარიშით თბილისის "დინამოსთან" დამარცხდა. ერთადერთი გოლის ავტორი ჩისკო გახდა. Goal.Ge დაუკავშირდა "ჩიხურას" ერთ-ერთ ფეხბურთელს, ბესო დეკანოიძეს და ...

13-12-2014, 00:21

კირკიტაძის უიღბლო მატჩი

ისრაელის რანგით მეორე ლიგაში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. დავით კირკიტაძის "აირონ ტიბერიანსი" რიშონის "აირონს" დაუხვდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა (2-1). განვლილ შეხვედრაში ახალგაზრდა ქართველმა ნახევარმცველმა სრულად ითამაშა და შეიძლება ითქვას, რომ კარიერის ერთ-ერთი ყვ ...

12-12-2014, 21:49

ქეცბაია სამუშაოდ აზერბაიჯანში მიდის?

საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი შესაძლოა აზერბაიჯანულ "გაბალაში" წავიდეს სამუშაოდ. როგორც იქაური გამოცემა futbol11 იუწყება, ქეცბაია უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას კლუბის ხელმძღვანელობასთან. აზერბაიჯანის პირველობაზე 10 გუნდი იღებს მონაწილეობას, "გაბალა" კი დღესდღეობით მე-7 ადგილს ი ...

12-12-2014, 21:33

ყველა სიახლე

ქართული ფეხბურთი