A ჯგუფი. პსჟ არსენალს დაუზავდა, ბაზელი ლუდოგორეცს

რამდენიმე წუთის წინ ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლის სეზონმა სტარტი აიღო. A ჯგუფის შეხვედრებში ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი "პარკ დე პრინცზე", სადაც უნაი ემერის "პსჟ"-მ ინგლისურ "არსენალს" უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა. მეორე მატჩი კი "სენტ-იაკობზე" გაიმართა და ფრანგულ-ინგლისური დაპირისპირების მსგავსად ფრედ მორჩა.

14-09-2016, 00:48

ვენგერი: "იბრაჰიმოვიჩის სახით პსჟ-მ უფრო მეტი დაკარგა, ვიდრე ფეხბურთელი"

ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, "პსჟ-სთან" ჩემპიონთა ლიგის თამაშის წინ, პარიზელთა სერიოზულ დანაკარგზე ისაუბრა.

13-09-2016, 12:05

ჩემპიონთა ლიგაზე დიდი ბრძოლები იწყება

დღეს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის ფინალური ანუ ჯგუფური ეტაპი იწყება და ძალიან საინტერესო თამაშები გველის.

13-09-2016, 10:44

ვერატი: "ჩვენ ვიცით, თუ როგორ უნდა შევუქმნათ პრობლემები არსენალს"

"პსჟ"–ს იტალიელი ნახევარმცველი, მარკო ვერატი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის წინ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ მისმა გუნდმა კარგად იცის, თუ როგორ შეუქმნას პრობლემები ლონდონის "არსენალს".

12-09-2016, 20:19

ანელკა: "პსჟ–ს აქვს იმის პოტენციალი, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს"

ლონდონის "არსენალის", "ჩელსისა" და "პსჟ"–ს ყოფილი თავდამსხმელი, ნიკოლა ანელკა თვლის, რომ პარიზულ კლუბს აქვს იმის პოტენციალი, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლოს.

12-09-2016, 20:11

პსჟ და სენტ ეტიენი ფრეზე შეთანხმდნენ

ლიგა 1-ის მე-4 ტურში "პარი სენ ჟერმენმა" საკუთარ კედლებში "სენტ ეტიენს" უმასპიძლა და ფრედ, 1-1 ეთამაშა.

10-09-2016, 10:06

უცნობი ისტორია: რატომ არ გადავიდა ნეიმარი პსჟ-ში ასტრონომიული თანხის სანაცვლოდ, ბოლო დღეს?

საინტერესო და უცნობ ისტორიას ავრცელებს კატალონიის "ბარსელონას" შემტევის - ნეიმარის აგენტი.

10-09-2016, 00:20

ემერი: "მატუიდი პსჟ–ში დარჩენით ბედნიერია"

"პსჟ"–ს მთავარი მწვრთნელი, უნაი ემერი საკუთარი გუნდის ნახევარმცველზე, ბლეიზ მატუიდიზე საუბრობს და აცხადებს, რომ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი პარიზულ კლუბში დარჩენით მოხარულია.

6-09-2016, 23:31

იუვენტუსი იანვარში მატუიდის გაფორმებას ეცდება

"იუვენტუსს" "პსჟ"-ს ფრანგი ნახევარმცველის, ბლეზ მატუიდის ყიდვა ვერ გადააფიქრებინეს.

4-09-2016, 09:07

ჩელსი პსჟ-ს შეუთანხმდა

ლონდონის "ჩელსის" ოფიციალური ვებ-გვერდის განმარტებით, "არისტოკრატებმა" "პსჟ-სთან" შეთანხმებას მიაღწიეს და დავიდ ლუისი "სტემფორდ ბრიჯზე" ბრუნდება.

31-08-2016, 21:50

დღის დაბრუნება: დავიდ ლუისი ჩელსიში სამედიცინო შემოწმებას გაივლის

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა "Sky Sports" იტყობინება, რომ "პსჟ-ს" ცენტრალური მცველი, დავიდ ლუისი, ახლა ლონდონში იმყოფება და "ჩელსისთვის" სამედიცინო შემოწმებას გადის.

31-08-2016, 21:28

დავიდ ლუისი ჩელსიში დაბრუნებასთან ახლოსაა

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს შესაძლოა ხმაურიანი ტრანსფერი განხორციელდეს. სანდრო წყაროების ინფორმაციით, ბრაზილიელი მცველი, დავიდ ლუისი "ჩელსიში" დაბრუნებასთან ახლოსაა.

31-08-2016, 02:45

ჩელსი დავიდ ლუისში 30 მილიონზე მეტს იხდის

ლონდონის "ჩელსის" "პსჟ"-დან ბრაზილიელი მცველის, დავიდ ლუისის დაბრუნება სურს.

31-08-2016, 02:05

მონაკომ პსჟ დაამარცხა

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-2 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "მონაკომ" საფრანგეთის ჩემპიონს უმასპინძლა და დამაჯერებელი სხვაობით, 3-1 დაამარცხა.

29-08-2016, 00:59

კავანი ნაპოლიში არ დაბრუნდება

"ნაპოლის" პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი დარწმუნებულია, რომ ედისონ კავანი, რომელიც ამჟამად "პსჟ"-ში თამაშობს ნეაპოლიტანურ გუნდში არ დაბრუნდება.

28-08-2016, 19:45

შალკემ სტამბული შეიძინა

გელზენკირხენის "შალკემ" პარიზული კლუბის საყრდენი ნახევარმცველი, ბენჟამინ სტამბული, დაიმატა.

26-08-2016, 21:37

სირიგუ სევილიას შეუერთდა

იტალიის ეროვნული ნაკრების გოლკიპერი, სალვატორე სირიგუ, ახალ სეზონს "სევილიას" რიგებში დაიწყებს.

26-08-2016, 16:20

ემერი: "ვერატი არ იყიდება"

"პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ ვერატის კლუბიდან შესაძლო წასვლაზე კომენტარი გააკეთა.

23-08-2016, 10:56

იუვენტუსი მატუიდით გაძლიერებას გეგმავს

ტურინის "იუვენტუსი", სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს. ამის შესახებ ცნობებს, გამოცემა Gianlucadimarzio.com-ი ავრცელებს.

18-08-2016, 12:34

ემერი სეზონის სტარტით კმაყოფილია

"პსჟ-ს" მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ, საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატის გახსნითი შეხვედრა შეაფასა და განაცხადა, რომ საკმაოდ კმაყოფილია.

13-08-2016, 11:49

პსჟ-მ სეზონი მოგებით დაიწყო

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრა "სტად არმანდ ცეზარიზე", სადაც ადგილობრივმა "ბასტიამ", საფრანგეთის ჩემპიონ "პარის სენ-ჟერმენს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით - 0-1 დამარცხდა.

12-08-2016, 23:58

პსჟ მზადაა მატუიდი 50 მილიონის სანაცვლოდ გაყიდოს

ფრანგული "პსჟ" მზად არის, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ბლეიზ მატუიდი 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაასხვისოს, იტყობინება – La Parisien.

10-08-2016, 13:52

ხესე: "მოხარული ვარ, რომ ემერისთან ერთად ვიმუშავებ"

ესპანელმა ნახევარმცველმა, ხესე როდრიგესმა პარიზულ კლუბში გადასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

9-08-2016, 10:43

ხესე: "ემერისთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო იქნება"

ნიჭიერმა ესპანელმა ვინგერმა, ხესე როდრიგესმა, "პსჟ-ში" გადასვლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან ბედნიერია.

8-08-2016, 17:16

ოფიციალურად: ხესე პარიზელია

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "პსჟ" ძალიან აქტიურია. დღეს მათ მორიგი ტრანსფერი განახორციელეს და მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა შემტევი ხესე როდრიგესი დაიმატეს.

8-08-2016, 16:15

ემერი: "პირველი მიზანი მიღწეულია"

პარიზული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ, საფრანგეთის სუპერთასის შეხვედრა, სოციალური ქსელის მეშვეობით, საკმაოდ მოკლედ შეაფასა.

7-08-2016, 10:09

პსჟ - საფრანგეთის სუპერთასის გამარჯვებულია

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საფრანგეთის სუპერთასის შეხვედრა "ვორტერს არენაზე", სადაც დედაქალაქურმა "პსჟ"-მ "ლიონი" გაანადგურა.

7-08-2016, 00:39

ვოლფსბურგის უარი პარი სენ-ჟერმენს

მომავალი სეზონისთვის "პარი სენ-ჟერმენს" შეტევის ხაზის გაძლიერებას კიდევ გეგმავს. მათ ჟულიან დრაქსლერის შეძენა განიზრახეს, მაგრამ გერმანულმა მხარემ აღნიშნული წინადადება დაბლოკა.

6-08-2016, 12:05

ემერი: "ბენ არფას შეტევის ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შეუძლია"

"პსჟ-ს" მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ, პარიზული კლუბის ახალწვეული ჰატემ ბენ არფა შეაქო.

6-08-2016, 11:37

რეალი და პსჟ ჟოაო მარიოსთვის იბრძოლებენ

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ჟოაო მარიო ერთბაშად ორი წამყვანი ევროპული კლუბის ინტერესთა სფეროში მოექცა.

5-08-2016, 14:20

ტიაგო სილვამ ბარძაყის კუნთი დაიზიანა

"პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელმა მცველმა, ტიაგო სილვამ ბარძაყის კუნთი დაიზინა. ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა Lequipe წერს.

5-08-2016, 12:12

რეალი ხესეს პსჟ-ში გაუშვებს

ცნობილი გავლენიანი ინტერნეტ გამოცემა l'equipe იტყობინება, რომ მადრიდის "რეალი" ესპანელ შემტევს - ხესე როდრიგესს "პსჟ"-ში გაუშვებს.

3-08-2016, 03:59

ვერატიმ გაახანგრძლივა

"პსჟ-ს" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, მარკო ვერტიმ, თავის კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

2-08-2016, 17:57

ლივერპულმა მილანი დაამარცხა, პსჟ-მ ლესტერი გაანადგურა

დღეს გამთენიისას, ჩემპიონთა საერთაშორისო თასის ეგიდით, კალიფორნიაში, ორი საინტერესო დაპირისპირება გაიმართა.

31-07-2016, 12:40

ვერატი: "იბრაჰიმოვიჩი მენატრება"

ფრანგული "პსჟ"-ს იტალიელმა ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ თავის ყოფილ თანაგუნდელზე, ზლატან იბრაჰიმოვიჩზე ისაუბრა, რომელმაც პარიზული კლუბი "მანჩსტერ იუნაიტედში" გაცვალა. "როცა პარიზში დავბრუნდი ზლატანის წასვლის თაობაზე გავიგე. ამ ფაქტმა ძალიან დამამწუხრა. იბრაჰიმოვიჩი - მნიშვნელოვანი ადამიანია არა მხოლოდ მოედანზე, არამედ გასახდელშიც. მე ის ძალიან მენატრება.", - განაცხადა ვერატიმ.

30-07-2016, 21:10

ვერატი: "პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მოგებამდე არ დავტოვებ"

ახალგაზრდა იტალიელი ნახევარმცველი მარკო ვერატი აცხადებს, რომ პარიზულ კლუბში თავს ბედნიერად გრძნობს.

30-07-2016, 18:23

პარი სენ-ჟერმენმა მომავალი სეზონის გასვლითი ფორმა წარადგინა

"პარი სენ-ჟერმენმა" 2016/17 წლის გასვლითი ფორმა წარადგინა. როგორც სურათებიდან ჩანს, "ქალაქელების" შემდეგი სეზონის მეორე ფორმა...

30-07-2016, 10:27

ემერი: "ხესე? - ყველაფერი შეიძლება"

"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ "რეალის" შემტევის, ხესე როდრიგესისადმი დაინტერესებაზე ისაუბრა.

30-07-2016, 02:34

კრიხოვიაკი სუპერთასის შეხვედრას გამოტოვებს

"პსჟ"-ს ახალწვეული, გრიეგორ კრიხოვიაკი გუნდს სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩში ვერ დაეხმარება.

29-07-2016, 15:18

ტიაგო სილვა ლესტერთან არ ითამაშებს

"პსჟ"-ს კაპიტანი, ტიაგო სილვა მიღებული ტრავმის გამო "ლესტერის" წინააღმდეგ გასამართ ამხანაგურ შეხვედრას გამოტოვებს.

29-07-2016, 15:13

გუშინ, პსჟ-ს ახალწვეულმა რეალს სასწაული გოლი გაუტანა [ვიდეო]

გუშინ, ულამაზესი გოლის გატანა შეძლო "პარი სენ ჟემენის" ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ჯონათან იკონმა.

29-07-2016, 03:25

ჩემპიონთა თასი - დღევანდელი ამხანაგურები

დღეს დილით ჩემპიონთა საერთაშორისო თასზე ერთბაშად სამი საკმაოდ საინტერესო თამაში გაიმართა.

28-07-2016, 13:45

ლიონმა ლაკაზეტი არსენალში არ გაუშვა

ფრანგულმა "ლიონმა" ლონდონის "არსენალს" ალექსანდრ ლაკაზეტის ტრანსფერის თაობაზე პასუხი დაუბრუნა. უცხოური გავლენიანი პრესა წერს, რომ "არსენალი" მზად იყო ლაკაზეტის სანაცვლოდ 48 მილიონი ევრო გადაეხადა, თუმცა ფრანგულმა კლუბმა შეთავაზება ოფიციალურად დაბლოკა. ალექსანდრ ლაკაზეტი ისეთი კლუბების ინტერესთა სფეროშია მოქცეული, როგორებიც "ჩელსი", "ტოტენჰემი", "ნაპოლი" და "ვესტ ჰემია".

26-07-2016, 22:11

პასტორე: "პსჟ-ში თავს ღმერთივით ვგრძნობ"

ფრანგული "პსჟ"-ს არგენტნელი ნახევარმცველი, ხავიერ პასტორე თავის მომავალზე საინტერესო კომენტარს აკეთებს. "პსჟ-ში ბედნიერი ვარ. პრესა ჩემს შესაძლო წასვლაზე ბევრს წერს, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მე "პსჟ"-ში თავს ღმერთივით ვგრძნობ.", - განაცხადა პასტორემ. რამდენიმე ხნის წინ პასტორეს ჩინურ კლუბებთან აკავშირებდნენ.

26-07-2016, 22:06

პსჟ-მ ლო ჩელსო გაიფორმა

"პსჟ"-ს ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ მომავალი სეზონიდან ახალგაზრდა ნახევარმცველი ჯოვანი ლო ჩელსო კარიერას პარიზულ გრანდში გააგრძელებს.

26-07-2016, 20:02

ორიეს დუბლით პსჟ-მ ინტერი დაამარცხა

"ჩემპიონების საერთაშორისო თასი"-ს შეხვედრაში, წინასასეზონო სამზადისზე "პსჟ"-მ იტალიური "ინტერი" დაამარცხა.

25-07-2016, 06:12

ემერი: "შესაძლოა, ზიდანი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი გახდეს"

"პსჟ-ს" ახალი მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი დარწმუნებულია, რომ მისი ახალბედა კოლეგა ზინედინ ზიდანი საკმაოდ ძლიერი სპეციალისტია.

24-07-2016, 22:54

ლივერპულმა თვალი ლუკას მოურას დაადგა

"პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელი შემტევი ლუკას მოურა "ლივერპულის" რადარზე გამოჩნდა. ამის შესახებ ცნობებს "სქაი სპორტი" გვაწვდის. 

18-07-2016, 11:20

მედია: სტამბულს პსჟ-დან წასვლა არ სურს

"პსჟ"-ს ნახევარმცველმა, ბენჟამინ სტამბულმა გადაწყვიტა გუნდში დარჩეს და სასტარტო შემადგენლობისთვის იბრძოლოს.

18-07-2016, 02:11

კლიუვერტი პსჟ-ს სპორტული დირექტორი გახდა

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, ლეგენდარული პატრიკ კლიუვერტი, პარიზული კლუბის სპორტული დირექტორი გახდა...

14-07-2016, 22:53

ყველა სიახლე