დღე, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა რონალდუ - რა მოხდა 2006 წლის მუნდიალის 1/2 ფინალში?

დღე, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა რონალდუ - რა მოხდა 2006 წლის მუნდიალის 1/2 ფინალში?

იყო დრო, როდესაც კრიშტიანუ რონალდუ მთელ ინგლისს სძულდა. სწორედ პორტუგალიელმა ვინგერმა გაუტანა "ლომებს" გადამწყვეტი პენალტი 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რის შედეგადაც ბრიტანელებს სახლში დაბრუნება მოუწიათ.

იმ მატჩში სხვა ინციდენტიც მოხდა - ისევ და ისევ რონალდუს უშუალო მონაწილეობის წყალობით მოედნიდან გაძევებული იქნა უეინ რუნი. აღარავის სჯეროდა, რომ მუნდიალის დასრულების შემდეგ, პორტუგალიელი "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდებოდა.

რონალდუსა და რუნის შორის მომხდარი ინციდენტი



კრიშტიანუს ისედაც არ სწყალობდნენ გულშემატკივრები, მიზეზი იყო ხშირი სიმულაციები და ფინტების უაზრო დემონსტრირება. დიახ, რონალდუ თავიდანვე არ ყოფილა ის გოლების მანქანა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის თასებსა და ოქროს ბურთებს იგებს.

რუნის წითელი ბარათის შემდეგ კი ნათელი გახდა, რომ კრიშტიანუს მტრების რიცხვი ინგლისში რამდენიმე მილიონით გაიზარდა. სამართალდამცავი ორგანოები რეალურად შიშობდნენ პორტუგალიელის გამო. ამას დაემატა სხვადასხვა სატრანსფერო ჭორები, რონალდუს ხედავდნენ ყველგან, გარდა "მანჩესტერისა".

დღე, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა რონალდუ - რა მოხდა 2006 წლის მუნდიალის 1/2 ფინალში?

ინგლისის ნაკრებთან დაკავშირებულ ინციდენტს მოგვიანებით დავუბრუნდებით, ახლა გავიხსენოთ მუნდიალის 1/2 ფინალი, რომელშიც კრიშტიანუს გუნდს საფრანგეთი დაუპირისპირდა.

სიმართლე უნდა ითქვას, რომ იმ მატჩში საფეხბურთო სამყაროს ყურადღება სულ სხვა მოთამაშეებისკენ იყო გადატანილი. ორი ლეგენდა და ყოფილი თანაგუნდელი - ზინედინ ზიდანი და ლუიშ ფიგუ. აღნიშნული მუნდიალის შემდეგ პორტუგალიელთა შვიდიანი ნაკრებიდან წავიდა, ფრანგი კი საერთოდ ფეხბურთიდან.

დღე, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა რონალდუ - რა მოხდა 2006 წლის მუნდიალის 1/2 ფინალში?

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ზიდანსა და ფიგუს გულშემატკივრები ოვაციებით ეგებებოდნენ, რონალდუს კი სტვენით. 32-ე წუთზე დაინიშნა საკმაოდ საკამათო პენალტი პორტუგალიელთა კარში, ტიერი ანრიმ ცოტა ოდენი არტისტიზმი გამოიჩინა რიკარდო კარვალიოსთან ბრძოლის დროს.

თერთმეტმეტრიანის შესასრულებლად მივიდა ზიდანი, რომელმაც შანსი არ დაუტოვა პირენეელთა მეკარეს რიკარდოს. აღსანიშნავია, რომ ინგლისთან მატჩში პორტუგალიელმა კარის დარაჯმა 3 პენალტი მოიგერია.

საფრანგეთი-პორტუგალია 1:0



ფიგუსა და კომპანიას სასწრაფოდ სჭირდებოდათ ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ იყო ერთი პრობლემა - პორტუგალიის ნაკრები მაღალი დონის ფორვარდების დეფიციტს განიცდიდა. დიახ, რონალდუ იმ დროს ჯერ კიდევ ვინგერად თამაშობდა.

დღე, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა რონალდუ - რა მოხდა 2006 წლის მუნდიალის 1/2 ფინალში?

მეორე ტაიმი საფრანგეთის კარნახით წარიმართა, რის შედეგადაც "მამლებმა" მოახერხეს ანგარიშის შენარჩუნება და ფინალში გასვლა. მატჩის დასრულებისას გამარჯვებული გუნდის ფეხბურთელები ზეიმობდნენ, დამარცხებულის კი ტიროდნენ, სტანდარტული სურათი მუნდიალის პლეი-ოფში.

მოედანზე იყო ერთი მოთამაშე, რომელიც სხვებზე მეტად განიცდიდა მარცხს, საუბარი რონალდუზეა. კამერა ახლო რაკურსით ყველაზე ხშირად სწორედ კრიშტიანუს აჩვენებდა, რომელიც ცხარე ცრემლებით ტიროდა, როგორც საბერძნეთთან წაგებული საშინაო ევრო 2004-ის შემდეგ.

დღე, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა რონალდუ - რა მოხდა 2006 წლის მუნდიალის 1/2 ფინალში?

ყველას ეგონა, რომ პორტუგალიელი მეტისმეტად სენტიმენტალურია ან უბრალოდ მარცხს ვერ ეგუება. იმ მომენტში უმეტესობა პირველ ვარიანტს ემხრობოდა, თუმცა მომავალში დრომ გვიჩვენა, რომ გრძნობები არაფერ შუაშია, რონალდუს წაგება ეზიზღება.

ჭორებისა და უდიდესი ზეწოლის მიუხედავად, პორტუგალიელი მაინც დაბრუნდა "მანჩესტერში", მაგრამ სულ სხვანაირი იმასთან შედარებით, რაც მუნდიალამდე იყო. სიმულაციებისა და ფინტების რაოდენობამ იკლო, პირველ პლანზე კი დადგა ფიზიკური სიძლიერე და გოლების გატანა.

დღე, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა რონალდუ - რა მოხდა 2006 წლის მუნდიალის 1/2 ფინალში?

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ რონალდუმ არნახული პროგრესი განიცადა და მოგვიანებით "იუნაიტედის" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. აღარავის ახსოვდა ის გატანილი პენალტი და რუნის წითელი ბარათი. ერთი წლის შემდეგ კრიშტიანუმ "მანჩესტერს" ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, თავად კი კარიერაში პირველ ოქროს ბურთს დაეუფლა.

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა