მუნდიალის ფავორიტები თავისი სუსტი და ძლიერი მხარეებით

მუნდიალის ფავორიტები თავისი სუსტი და ძლიერი მხარეებით

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ ყველამ აირჩია თავისი ფავორიტი ნაკრები. ვნახოთ, რას შემოგვთავაზებენ ვარსკვლავები რუსეთში, იქამდე კი დეტალურად განვიხილოთ ჩვენი საყვარელი გუნდების ძლიერი და სუსტი მხარეები.

არგენტინა

მუნდიალის ფავორიტები თავისი სუსტი და ძლიერი მხარეებით

ძლიერი მხარე: არგენტინის ნაკრების მთავარ კოზირს უდავოდ წარმოადგენს მისი ვარსკვლავური შეტევა ლიონელ მესის მეთაურობით. "ალბისელესტეს" თავდამსხმა მაურო იკარდის გარეშეც კი მრისხანედ გამოიყურება. თავად განსაჯეთ - მესი, დიბალა, აგუერო, იგუაინი და დიმარია. შთამბეჭდავია, ვერაფერს ვიტყვით.

სუსტი მხარე: სამწუხაროდ სხვა ყველაფერი არგენტინაში დახვეწას საჭიროებს. დანარჩენ პოზიციებზე შეტევის შესაფერისი ფეხბურთელების დეფიციტია, ამასთან ერთად "ალბისელესტეს" დაემტვრა ძირითადი მეკარე სერხი რომერო. აგრეთვე გამოსარჩევია გუნდის შეუთამაშებლობა და მესიზე ზედმეტი დამოკიდებულება.

ბელგია

მუნდიალის ფავორიტები თავისი სუსტი და ძლიერი მხარეებით

ძლიერი მხარე: ბრწყინვალე თაობა, რომლის წარმომადგენლები ევროპის ტოპ-კლუბებში არიან გადანაწილებულები. შემადგენლობის მხრივ ბელგია არასდროს ყოფილა ესეთი ძლიერი როგორც ახლა. თითოეულ პიზიციაზე ჩვენ გვხვდებიან უმაღლესი კლასის შემსრულებლები, უკვე საკმარისი გამოცდილებითა და მოტივაციით. დროა, რომ "წითელმა ეშმაკებმა" დიდ წარმატებას მიაღწიონ.

სუსტი მხარე: დიახ, შემადგენლობა შთამბეჭდავია, მაგრამ მასშიც კი შეიძლება ნაკლის პოვნა. ბელგიის სისუსტე განაპირა მცველებში მდგომარეობს. ტომას მუნიე და რომელუ ლუკაკუს ძმა ჯორდანი არ არიან საჩემპიონო ნაკრების დონის ფეხბურთელები.

მუნდიალის ფავორიტები თავისი სუსტი და ძლიერი მხარეებით

არსებობს იან ვერტონგენი, რომელსაც წარმატებით შეუძლია ფლანგზე თამაში, მაგრამ ის პირველ რიგში ცენტრალური მცველია. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ბელგიას ცოტა ხნის წინ დაემტვრა თავისი კაპიტანი ვენსან კომპანი, რაც ძალიან დიდი დანაკლისია.

აგრეთვე გამოსარჩევია რაჯა ნაინგოლანის ათვალწუნება რობერტო მარტინესის მიერ. დიახ, "რომას" ნახევარმცველი რთული ხასიათის მქონე ფეხბურთელია, მაგრამ ის უმაღლესი კლასის შემსრულებელია და როცა საჭირო იქნებოდა რაჯა აუცილებლად დაეხმარებოდა თავის ნაკრებს. ობიექტურად, ნაინგოლანი იმსახურებდა მუნდიალზე წაყვანას თუნდაც იგივე ფელაინიზე მეტადაც.

ბრაზილია

მუნდიალის ფავორიტები თავისი სუსტი და ძლიერი მხარეებით

ძლიერი მხარე: "სელესაო" დაბრუნდა! კვლავ უძლიერესი შემადგენლობითა და თავბრუდამხვევი თამაშით. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატისგან განსხვავებით, ბრაზილია ამჯერად რეალური ფავორიტია. ნეიმარი, კოუტინიო, ფირმინო, ჟესუსი და დანარჩენები აუცილებლად ეცდებიან ლამაზი შოუს დადგმას რუსეთში.

სუსტი მხარე: პრაქტიკულად არ არსებობს, მაგრამ თუ ჩავუღრმავდებით აღმოვაჩენთ, რომ "სელესაოს" ნაკლი დაცვის ცენტრალურ ხაზში იმალება. ტიაგო სილვა და მირანდა უმაღლესი კლასის მოთამაშეები არიან, მაგრამ უკვე ასაკიანები. ხომ არ მოვიდა დრო იმისთვის, რომ ტიტე მარკინიოსს ენდოს? რა თქმა უნდა დანი ალვეშის არყოფნაც სერიოზული დანაკლისია.

ინგლისი

მუნდიალის ფავორიტები თავისი სუსტი და ძლიერი მხარეებით

ძლიერი მხარე: ინგლისის შემადგენლობა არ არის ისეთი ვარსკვლავური როგორც წინა წლებში, მაგრამ ბევრის აზრით სწორედ ეს არის "ლომების" მთავარი უპირატესობა. ჯერარდი-ლამპარდის ეპოქაში ბრიტანელი გულშემატკივრები თავისი ნაკრებისგან უმაღლესი მწვერვალების დაპყრობას ელოდნენ, რის გამოც ინგლისელები მუდამ უდიდესი ზეწოლის ქვეშ თამაშობდნენ.

2018 წლის მუნდიალზე "ლომებისგან" არავინ ელის არაფერს. თუ ინგლისი გამოვარდება - ეს არ იქნება მორიგი სირცხვილი და სენსაცია, წარმატების შემთხვევაში კი ბრიტანელები გმირების სტატუსით დაბრუნდებიან სახლში.

სუსტი მხარე: საეჭვოა, რომ კეინი-ალის დუეტი საკმარისი ყოფილიყოს რაიმე მასშტაბურის მისაღწევად. სხვა პოზიციებზე მაღალი დონის მოთამაშეების დეფიციტი შეინიშნება, ამ ყველაფერს კი ემატება გამოუცდელი მწვრთნელი.

საფრანგეთი

მუნდიალის ფავორიტები თავისი სუსტი და ძლიერი მხარეებით

ძლიერი მხარე: კიდევ ერთი სუპერ-თაობა, რომელმაც ორი წლის წინ ევროპის ჩემპიონატის ფინალამდეც კი მიაღწია. ვნახოთ რას იზამენ დიდიე დეშამის ახალგაზრდა ვარსკვლავები ამჯერად უკვე მუნდიალზე. საფრანგეთი ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია და უნდა ითქვას, რომ სრულიად სამართლიანადაც.

სუსტი მხარე: ვარსკვლავური შემადგენლობის მიუხედავად, "მამლებს" აკლიათ გამოკვეთილი ლიდერი, რომელიც წინ წარუძღვება დანარჩენებს, როგორც თავის დროზე ზიდანი ან ანრი. დიახ, საფრანგეთს ჰყავს ანტუან გრიზმანი, მაგრამ ისმის კითხვა, მომწიფდა თუ არა "ატლეტიკოელი" დიდი მისიისთვის?

გერმანია

მუნდიალის ფავორიტები თავისი სუსტი და ძლიერი მხარეებით

ძლიერი მხარე: უდავოდ ყველაზე დალაგებული და ორგანიზებული ნაკრები. გერმანია არის მრავალწლიანი პროექტი, რომელსაც საფუძველი 2006 წლის მუნდიალისთვის ჩაეყარა. იმის შემდეგ "ბუნდესნაკრები" ნელ-ნელა და სტაბილურად მიდიოდა ტრიუმფისკენ და 2014 წლის მსოფლიოზე ჩემპიონობა შეგდა. არაფერი უშლის ხელს გერმანიას იმისთვის, რომ ეს წარმატება გაიმეოროს. მითუმეტეს წინაპირობას იძლევა შემადგენლობა, მწვრთნელი და შედეგებიც.

სუსტი მხარე: თეორიულად "ბუნდესთიმი" უნაკლოა. მოტივაციას არ უჩივიან არც იოაჰიმ ლიოვი და არც მისი ჩემპიონი შეგირდები. შევიძლია გავიხსენოთ მანუელ ნოიერი და მისი ერთ-წლიანი უთამაშებლობა, მაგრამ "ბაიერნის" კიპერის გარდა გერმანიას მარკ-ანდრე ტერ შეტეგენიც ჰყავს.

პორტუგალია

მუნდიალის ფავორიტები თავისი სუსტი და ძლიერი მხარეებით

ძლიერი მხარე: "ევროპელი ბრაზილიელების" მთავარი და ერთადერთი კოზირი არის კრიშტიანუ რონალდუ. დიახ, "რეალის" ლიდერი საუცხოო ფორმაშია, მაგრამ ერთი ფეხბურთელით, რონალდუთიც კი მუნდიალის მოგება ურთულესი ამოცანაა.

სუსტი მხარე: ორი წლის წინ პორტუგალიელებმა მოიგეს ევროპის ჩემპიონატი, რის შემდეგაც მომენტალურად გაჩნდა თეორია იმასთან დაკავშირებით, რომ პირენეელებს სუპერ-თაობა წამოუვიდათ. სად არიან პორტუგალიელი ტალანტები ახლა? სანჩესი და გომეში განაცხადშიც ვერ მოხვდნენ, ჟოაო მარიო არის, მაგრამ მისი თამაში დიდად არ განსხვავდება ზემოთხსენებულთა ბურთაობისგან.

ესპანეთი

მუნდიალის ფავორიტები თავისი სუსტი და ძლიერი მხარეებით

ძლიერი მხარე: გერმანიის მსგავსად კიდევ ერთი დალაგებული და სტაბილური ნაკრები, რომელიც მოგებაზეა დაპროგრამირებული. ალბათ სწორედ "ბუნდესნაკრები" და "ფურია როხა" არიან ბოლო ათწლეულის ყველაზე წარმატებული ეროვნული გუნდები.

ნაკრებში აღარ არიან ხავი, პუიოლი, ვილა და ტორესი, ინიესტასთვის კი 2018 წლის მუნდიალი ბოლო აკორდია, ამის მიუხედავად ესპანეთში ბლომად არიან უმაღლესი კლასის შემსრულებლები, მათ შორის ძველი თაობის წარმომადგენლებიც.

მუნდიალის ფავორიტები თავისი სუსტი და ძლიერი მხარეებით

სუსტი მხარე: "ფურია როხას" ყველაზე არასტატუსიანი წევრი არის მისი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი, რომლის სამუნდიალო განაცხადმა ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მინიმუმ ორი ძლიერი გუნდის შედგენა შეიძლება იმ ფეხბურთელებისგან, რომლებიც მსოფლიოს მიღმა დარჩნენ. ვნახოთ, გაუხდება თუ არა სანანებელი ლოპეტეგის თავისი გადაწყვეტილება.

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა