რატომ არ წაიყვანა ლიოვმა მუნდიალზე სანე? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რატომ არ წაიყვანა ლიოვმა მუნდიალზე სანე?

რატომ არ წაიყვანა ლიოვმა მუნდიალზე სანე?

4 ივნისს იოაჰიმ ლიოვმა გერმანიის ნაკრების 23-კაციანი სამუნდიალო შემადგენლობა დაასახელა. ყველას გასაოგნად განაცხადში ვერ მოხვდა "მანჩესტერ სიტის" ვარსკვლავი ლეროი სანე.

რატომ არ წაიყვანა ლიოვმა მუნდიალზე სანე?

გერმანელმა მწვრთნელმა თავიდანვე თქვა უარი მარიო გიოტცეზე, რაც აგრეთვე გახდა მითქმა-მოთქმის საგანი, სანეს არ წაყვანა კი სრული შოკი გამოდგა. განვიხილოთ "სიტის" შემტევის მუნდიალის მიღმა დარჩენის მიზეზები.

"არჩევანი უნდა გამეკეთებინა სანესა და ბრანდტს შორის და საბოლოოდ უპირატესობა იულიანს მივანიჭე. მიულერს, როისსა და დრაქსლერს მყარი ადგილი უკავიათ შემადგენლობაში, ლეროი კი ჩვენი მომავალია და სექტემბერში ის აუცილებლად დაბრუნდება ნაკრებში. ამ დროისთვის სანეს არ გამოუჩენია თავი," - ლიოვი.

რატომ არ წაიყვანა ლიოვმა მუნდიალზე სანე?

"სიტის" ვინგერის განვლილი სეზონის სტატისტიკა გამოირჩევა ზემოთხსენებულ მოთამაშეთა შედეგებისგან. მაგალითისთვის ავიღოთ შიდა ჩემპიონატებში დაფიქსირებული მონაცემები: სანე - 10 გოლი, 15 ასისტი; ბრანდტი - 9 გოლი, 3 ასისტი; მიულერი - 8 გოლი, 14 ასისტი; როისი - 7 გოლი, 0 ასისტი, დრაქსლერი - 4 გოლი, 5 ასისტი.

ლეროის შედეგები მართლაც განსხვავებულია სხვებისგან - ის ყველას აღემატება ამ კომპონენტში. ამასთან ერთად სანემ ტრიუმფალურად მოიგო პრემიერ ლიგა და წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოც მიიღო. ბრანდტს მსგავსი რამ არც დასიზმრებია.

რატომ არ წაიყვანა ლიოვმა მუნდიალზე სანე?

რაც შეეხება ლეროის სანაკრებო მონაგარს, აქ ყველაფერი არც ისე შთამბეჭდავად არის - 12 მატჩი, 0 გოლი და მხოლოდ 1 ასისტი. აღსანიშნავია, რომ გასულ შემოდგომაზე ლიოვი აქებდა სანეს:

"ლეროის თამაში განსაკუთრებულია, მისი სისწრაფე კი ზუსტად ის არის, რაც ნაკრებს სჭირდება. სანემ არნახული პროგრესი განიცადა "სიტიში". რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პრემიერ ლიგაში მან ისწავლა ფიზიკურად ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ თამაში,"

რატომ არ წაიყვანა ლიოვმა მუნდიალზე სანე?

რთული სათქმელია თუ კიდევ რა უნდა გაეკეთებინა სანეს იმისთვის, რომ ნაკრებში მოხვედრილიყო. ყველაზე ლოგიკური ახსნა ფორმაციაში იმალება. მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ბრიტანელმა ტაქტიკურმა ექსპერტმა მაიკლ კოქსმა განაცხადა:

"სანე საშინლად გამოიყურებოდა ავსტრიის წინააღმდეგ და სიმართლე გითხრათ მე არც მახსოვს მისი წარმატებული თამაში ნაკრებში. გერმანიას აქვს გეგმა, რომელსაც მორგებულები არიან გუნდის სხვა ფეხბურთელები, ლეროი კი ჯერჯერობით ვერ ახერხებს "ბუნდესთიმთან" ადაპტირებას. არსებობს დიდი სხვაობა "სიტისა" და გერმანიის ნაკრებს შორის,"

სანეს თამაში ავსტრიის წინააღმდეგ



კოქსის აზრს მისი კოლეგებიც იზიარებენ: "გვარდიოლას ხელში სანე მართლაც ბრწყინავდა, თუმცა მოედანზე მას ჰქონდა ერთი კონკრეტული როლი - შეტევების გაშლა. ლეროის პოზიციაზე გერმანიას ჰყავს როისი და დრაქსლერი, რომლებიც სულ სხვა სტილის ფეხბურთელები არიან,"

"მარკო და იულიანი სანესგან განსხვავებით არ არიან ვინგერები. მათ შეგვიძლია ვუწოდოთ ფლანგური ფლეიმეიქერები, მაგრამ არა ვინგერები. როგორც ჩანს ლიოვისთვის სწორედ ამ სტილის მოთამაშეები არიან პრიორიტეტულები,"

რატომ არ წაიყვანა ლიოვმა მუნდიალზე სანე?

ყველაფრის მიუხედავად, ლეროი მაინც იმსახურებდა ნაკრებში გამოძახებას. "სიტი" არის პრემიერ ლიგის უძლიერესი გუნდი, სანე კი მისი ერთ-ერთი მთავარი შემმოქმედი, როგორც სილვა ან დე ბრუინი.

გერმანიას სჭირდება ალტერნატივა და ისმის კითხვა - ვინ შეძლებს თამაშის სტანდარტულ სცენარში ცვლილებების შეტანას თუ არა სანე? "შეხედეთ სურათს მთლიანობაში და არა მის ერთ კონკრეტულ ნაწილს,"- ესეთია ლიოვის არგუმენტი.

რატომ არ წაიყვანა ლიოვმა მუნდიალზე სანე?

ვნახოთ, ცდება თუ არა "ბუნდესნაკრების" მწვრთნელი. 17 ივნისს გერმანია უპირისპირდება მექსიკას, შემდეგ კი შვედეთსა და სამხრეთ კორეას. რაც შეეხება სანეს, სამწუხაროდ ის იმ ვარსკვლავთა რიცხვს შეუერთდა, რომლებიც მუნდიალს მხოლოდ ტელევიზორში ნახავენ.

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა