10 საინტერესო ფაქტი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

10 საინტერესო ფაქტი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ

10 საინტერესო ფაქტი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ

რაც უფრო ახლოვდება მსოფლიო ჩემპიონატის სტარტი, მით უფრო იმატებს მოლოდინი და ინტერესი. 2018 წლის მუნდიალი მართლაც გამორჩეულია სხვა დანარჩენებისგან, რატომ? ქვემოთ ჩამოთვლილი 10 მიზეზის გამო.

1. მაყურებლები

10 საინტერესო ფაქტი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ

ოფიციალური მონაცემებით წინა მუნდიალს უყურა 3.2-მა მილიარდმა ადამიანმა, რაც დედამიწის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს წარმოადგენს. თქვენი აზრით, რამდენი მაყურებელი ეყოლება წლევანდელ მსოფლიო პირველობას?

2. მანძილი ორ ქალაქს შორის

10 საინტერესო ფაქტი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ

მუნდიალის მასპინძელ ორ ქალაქს - ეკატერინბურგსა და კალინინგრადს შორის მანძილი შეადგენს 2,424 კმ-ს. ცნობისთვის ერთმანეთთან იგივე დისტანციაზე მდებარეობს მოსკოვი და ლონდონი.

3. ყველაზე უცნაური სტადიონი

10 საინტერესო ფაქტი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ

"ეკატერინბურგ არენა" იტევს 35 000 გულშემატკივარს, თუმცა ეს სტადიონი იმით არის უცნაური, რომ მას არენის გარეთაც გააჩნია ტრიბუნები. მუნდიალის შემდეგ მოხდება მათი დემონტაჟი, რის შედეგადაც სტადიონის ტევადობა 25 000 გახდება.

4. ბიუჯეტი

10 საინტერესო ფაქტი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ

რუსეთს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა დაუჯდა 12 მილიარდი დოლარი. მსხვილი თანხაა, ვერაფერს ვიტყვით, თუმცა იგივე 2014 წლის მუნდიალი ბრაზილიას რამდენიმე მილიარდით მეტი დაუჯდა.

5. მუნდიალის დებიუტანტები

10 საინტერესო ფაქტი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ

ესეთი ნაკრები ორია - ისლანდია და პანამა. ცნობისთვის სკანდინავიური სახელმწიფო ყველაზე პატარაა 2018 წლის მსოფლიოზე. ისლანდიის მოსახლეობა შეადგენს მხოლოდ 334,000 ადამიანს. პანამის პრეზიდენტმა კი მუნდიალზე გასვლის დღე გამოაცხადა დასვენების დღეთ.

6. ყველაზე ძვირადღირებული ნაკრები

10 საინტერესო ფაქტი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ

ნეიმარი და მისი ბრაზილია. "სელესაოს" ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასი ჯამში შეადგენს 671,5 მილიონ ევროს. იგივე პანამელთა ფასი მხოლოდ 5,25 მილიონი ევროა.

7. ყველაზე ხანგრძლივი პაუზა მუნდიალებს შორის

10 საინტერესო ფაქტი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ

პერუს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლოს 1982-ში იყო. იმის შემდეგ "ლამები" 36 წლის მანძილზე ვერ ახერხებდნენ მუნდიალზე გასვლას, 2018-ში კი ნავსი როგორც იქნა გატყდა.

8. ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე

10 საინტერესო ფაქტი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ

ეგვიპტის ნაკრების მეკარე ესამ ელ-ჰადარი 45 წლის არის და მოახლოებული მუნდიალისთვის "ვეტერანი ფარაონი" სრულ მზადყოფნაშია. მოედანზე გასვლის შემდეგ, ელ-ჰადარი გახდება ყველაზე ხნიერი ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში (ბუფონი ჩაფიქრდა).

9. ვიდეო-გამეორება

10 საინტერესო ფაქტი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ

ფიფამ ოფიციალურად დაუშვა ვიდეო-გამეორებების ტექნოლოგიის დაშვების უფლება მუნდიალზე, ვნახოთ გაამართლებს თუ არა აღნიშნული ინოვაცია. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე აგრეთვე ნებადართული იქნება მე-4 ცვლილების განხორციელებაც, მაგრამ მხოლოდ დამატებით დროში.

10. ცენტრალური მატჩები, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ

10 საინტერესო ფაქტი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ

მოახლოებული მუნდიალი საწყისი ეტაპიდანვე იწყება შთამბეჭდავი ბატალიებით. პორტუგალია-ესპანეთი, არგენტინა-ხორვატია, ინგლისი-ბელგია, გერმანია-მექსიკა. არ გამოტოვოთ!

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა