მესის მეოთხე მცდელობა - რა იყო არგენტინის წარუმატებლობის მიზეზი წინა მუნდიალებზე?

მესის მეოთხე მცდელობა - რა იყო არგენტინის წარუმატებლობის მიზეზი წინა მუნდიალებზე?

ლიონელ მესისთვის მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატი რიგით მე-4 იქნება. ვნახოთ, შეძლებს თუ არა არგენტინის ნაკრების ლიდერი სანატრელი ტიტულის მოპოვებას, რომელიც მის ჯილდოების კოლექციას დღემდე აკლია. იქამდე კი გავიხსენოთ "ბარსელონას" ათიანის გზა მსოფლიო პირველობებზე.

მესის მეოთხე მცდელობა - რა იყო არგენტინის წარუმატებლობის მიზეზი წინა მუნდიალებზე?

2006 წლის მუნდიალი/გერმანია

მესის დებიუტი 2006 წლის გერმანიის მუნდიალზე შედგა. იმ დროს ლეო ჯერ კიდევ ამომავალი ვარსკვლავი იყო, რომელიც ნელ-ნელა რონალდინიოს ჩრდილიდან გამოდიოდა. მესი არც განიხილებოდა ძირითადის ფეხბურთელად, ხოსე პეკერმანისთვის პრიორიტეტულები იყვნენ უფრო გამოცდილი შემტევები - კრესპო, სავიოლა და ტევესი.

გულშემატკივრებმა ახალგაზრდა ვინგერი პირველად იხილეს ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში, რომელშიც შეცვლაზე შემოსულმა 18-წლის მოზარდმა გაიტანა გოლი და გააკეთა ერთი ასისტი.

მესის მეოთხე მცდელობა - რა იყო არგენტინის წარუმატებლობის მიზეზი წინა მუნდიალებზე?

იმ შეხვედრაში არგენტინამ იმსხვერპლა სერბეთი და მონტენეგროს ნაკრები, იმსხვერპლა იმიტომ, რომ "ალბისელესტემ" 6:0 გაანადგურა მეტოქე. ალბათ ყველას გვახსოვს სამხრეთ ამერიკელთა გენიალური კომბინაცია, რომელიც ესტებან კამბიასომ დააგვირგვინა. აღნიშნული გოლი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესოდ მუნდიალის ისტორიაში.

არგენტინა-სერბეთი და მონტენეგრო 6:0



მესის მეორე გამოჩენა უკვე 1/8 ფინალში შედგა, სადაც არგენტინამ დამატებით დროში მექსიკა დაამარცხა. "ბარსას" მომავალი ვარსკვლავი შეხვედრის 84-ე წუთზე შემოვიდა მოედანზე, თუმცა თავი ვერაფრით გამოიჩინა. "ალბისელესტე" მაქსი როდრიგესის ყუმბარისებულმა დარტყმამ გაიყვანა შემდეგ ეტაპზე.

სწორედ იქ დასრულდა სამხრეთ ამერიკელთა ვოიაჟი - არგენტინამ ვერ მოახერხა მუნდიალის მასპინძლის, გერმანიის ბარიერის გადალახვა. "ბუნდესნაკრებმა" პენალტების სერიაში აჯობა "ალბისელესტეს".

გერმანია-არგენტინა 1:1 (პენ. 4:2)



მოწოდების სიმაღლეზე იყო იენს ლემანი, რომელმაც კამბიასოსა და აიალას დარტყმული მოიგერია. რაც შეეხება მესის, ის მოედანზე საერთოდ არ გამოჩენილა. პეკერმანს დღემდე არ პატიობენ ლეოს არ გამოყვანას იმ მატჩში.

2010 წლის მუნდიალი/სამხრეთ აფრიკა

შავ კონტინენტზე არგენტინა წაიყვანა დიეგო მარადონამ, რომლის სამუნდიალო განაცხადმა ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. პირველ რიგში იმიტომ, რომ მსოფლიო პირველობის მიღმა დარჩნენ ძანეტი და კამბიასო, რომლებმაც ერთი თვით ადრე ტრიუმფით დაასრულეს სუპერ-სეზონი მილანის "ინტერში".

მესის მეოთხე მცდელობა - რა იყო არგენტინის წარუმატებლობის მიზეზი წინა მუნდიალებზე?

"ნერიაძურიმ" მოიგო ყველაფერი, თუმცა მარადონასთვის ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ბევრ კითხვას ბადებდა ვერონისა და პალერმოს წაყვანაც, რომლებიც იმ დროს უკვე მშვიდი სიბერით ტკბებოდნენ სამშობლოში.

ყველაფრის მიუხედავად, არგენტინა მაინც მოიაზრებოდა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად, რა თქმა უნდა მესის გამო. "ბარსელონას" შემტევს უკვე ჰქონდა თავის კოლექციაში ერთი ოქროს ბურთი, მუნდიალზე წარმატებული გამოსვლა კი კიდევ უფრო განამტკიცებდა ლეოს სტატუსს.

მესის მეოთხე მცდელობა - რა იყო არგენტინის წარუმატებლობის მიზეზი წინა მუნდიალებზე?

სამწუხაროდ იმ მუნდიალზე მარადონას გუნდი და სიტყვა წარმატება ძალიან შორს იყო ერთმანეთისგან - არგენტინამ ძალიან უხეიროდ ჩაატარა ჯგუფური ეტაპი და 1/8 ფინალი, ბოლოს კი 4:0 განადგურდა ისევ და ისევ გერმანიასთან. მესის აღნიშნულ მსოფლიო ჩემპიონატზე ერთი გოლიც არ გაუტანია.

გერმანია-არგენტინა 4:0



2014 წლის მუნდიალი/ბრაზილია

2014 წლისთვის არგენტინა მეტ-ნაკლებად დალაგდა - მარადონა წავიდა, მის ნაცვლად მოვიდა ალეხანდრო საბელა, რომლის სამუნდიალო განაცხადს ხმაური არ მოჰყოლია. მესი კი უკვე მთავარი ვარსკვლავი და კაპიტანი იყო "ალბისელესტეში".

მესის მეოთხე მცდელობა - რა იყო არგენტინის წარუმატებლობის მიზეზი წინა მუნდიალებზე?

ჯგუფურ ეტაპზე ლეო მეფობდა - "ბარსას" ათიანმა ყველა მეტოქეს გაუტანა, ნიგერიას 2-ჯერ. 1/8 ფინალში არგენტინას სისხლი გაუშრო შვეიცარიამ, თუმცა ლეოს პასმა და ანხელ დი მარიას ეფექტურმა დარტყმამ 118-ე წუთზე დაასრულა ნეიტრალური სახელმწიფოს ზღაპარი.

არგენტინა-შვეიცარია 1:0



"ალბისელესტეს" შემდეგი მეტოქეები იყვნენ ბელგია და ჰოლანდია, რომელთა ბარიერი სამხრეთ ამერიკელებმა წარმატებით გადალახეს. მართალია ნიდერლანდებთან მატჩი პენალტების სერიამდე მივიდა, თუმცა იქ მოწოდების სიმაღლეზე იყო სერხი რომერო, რომელმაც უშანსოდ დატოვა სნეიდერი და ვლარი.

ახლოვდებოდა ფინალი, სადაც არგენტინას ჩემპიონობაში ეცილებოდა ისევ და ისევ გერმანია, რომელმაც წინა ორ მუნდიალზე დაასამარა სამხრეთ ამერიკელთა იმედები. "ბუნდესნაკრებმა" ტრადიციას არ უღალატა და კვლავ მოუგო "ალბისელესტეს".

გერმანია-არგენტინა 1:0



ალბათ ყველას გვახსოვს მარიო გიოტცეს გოლი, იგუაინისა და პალასიოს გაფუჭებული მომენტები და არგენტინელთა ცრემლები. ჯამში იმ მუნდიალზე მესიმ 4 ბურთი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშის წოდება მიიღო, თუმცა ეს ჯილდო არაფერი იყო იმასთან შედარებით, რა მოლოდინიც ჰქონდა ლეოს მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ.

მესის მეოთხე მცდელობა - რა იყო არგენტინის წარუმატებლობის მიზეზი წინა მუნდიალებზე?

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა