ბრაზილიის ყველაზე დიდი სირცხვილი, რომელიც გერმანულ 7:1-ზე მძიმეა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბრაზილიის ყველაზე დიდი სირცხვილი, რომელიც გერმანულ 7:1-ზე მძიმეა

ბრაზილიის ყველაზე დიდი სირცხვილი, რომელიც გერმანულ 7:1-ზე მძიმეა

"რამდენს ბედავენ?! ბრაზილიელებისთვის უბრალო ნაგვის ხროვა ვართ!" - აცხადებდა განრისხებული ობდულიო ვარელა, რომელიც იმ დროს ურუგვაის ნაკრების კაპიტანი იყო.

ბრაზილიის ყველაზე დიდი სირცხვილი, რომელიც გერმანულ 7:1-ზე მძიმეა

რიოს ქუჩებში სეირნობისას ვარელამ თვალი გადაავლო ადგილობრივ პრესას, ყველა წერდა ერთი და იგივეს: "ბრაზილია - ჩემპიონია!" ურუგვაელთა გაოგნებას საზღვარი არ ჰქონდა.

"სელესაოს" ჩემპიონობის შესახებ არ საუბრობდა მხოლოდ ზარმაცი. სპეციალურად 1950 წლის მუნდიალისთვის ბრაზილიამ ააშენა მსოფლიოში ყველაზე დიდი სტადიონი - "მარაკანა", რომელიც 195 000 გულშემატკივარს იტევდა.

ბრაზილიის ყველაზე დიდი სირცხვილი, რომელიც გერმანულ 7:1-ზე მძიმეა

უნდა ითქვას, რომ "სელესაო" მართლაც ფანტასტიურ ფეხბურთს აჩვენებდა აღნიშნულ მსოფლიო ჩემპიონატზე. ბრაზილიელი ფეხბურთელების თამაში იყო ხელოვნების, მეცნიერების, ბალეტისა და საცირკო ილეთების ნაზავი. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ "ბურთის ჯადოქრებს" ვინმესთან შეეძლოთ წაგება.

ბრაზილიურ მუნდიალზე თავდაპირველად 29 ნაკრების ხილვა იგეგმებოდა, თუმცა რეალურად მოაღწია მხოლოდ 13-მა. არგენტინამ უარი თქვა ყველაზე პრინციპული მეტოქის ქვეყანაში ჩამოსვლაზე, გერმანია არ დაუშვეს როგორც აგრესორი, სსრკ-ს, ჩეხოსლოვაკეთსა და კიდევ რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოს კი ნამდვილად არ ეცალათ ფეხბურთისთვის მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ.

ბრაზილიის ყველაზე დიდი სირცხვილი, რომელიც გერმანულ 7:1-ზე მძიმეა

იყო ინდოეთის ნაკრებიც, მაგრამ აზიელებმა უარი თქვეს ტურნირში მონაწილეობის მიღებაზე, რადგან ფიფამ მათ აუკრძალა ფეხშიშველად თამაში. ბრაზილიის მთავარ კონკურენტად სახელდებოდა იტალია, თუმცა "ტორინოს" ფეხბურთელების ავიაკატასტროფამ ძალიან დაასუსტა "სკუადრა აძურა".

ბრაზილიის ყველაზე დიდი სირცხვილი, რომელიც გერმანულ 7:1-ზე მძიმეა

რაც შეეხება უშუალოდ მუნდიალს, მისი ფორმატი იყო ძალიან უცნაური. პირველად და უკანასკნლეად ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარადა ფინალის გარეშე. მთავარი მატჩის ნაცვლად 4 ნაკრებისგან შედგა ჯგუფი, რომლის გამარჯვებული ხდებოდა მუნდიალის ტრიუმფატორი.

ბრაზილიამ მიწასთან გაასწორა შვედეთი (7:1) და ესპანეთი (6:1). ქვეყანაში დაიწყო ვადაზე ადრე დათქმული ზეიმი, ისე თითქოს ურუგვაისთან მატჩი უკვე აღარაფერს წყვეტდა.

ბრაზილია-ესპანეთი 6:1



რაც შეეხება თავად "სელესტეს", ურუგვაელები ბევრად უფრო მოკრძალებულად გამოიყურებოდნენ ვიდრე ბრაზილიელები. "ლურჯები" სასწაულებრივად გადაურჩნენ მარცხს ესპანეთთან (2:2), რის შემდეგაც ურუგვაიმ უმძიმეს ბრძოლაში შეძლო შვედეთთან მოგება (3:2).

ესე და ამგვარად "სელესტეს" ჩემპიონობისთვის სჭირდებოდა მხოლოდ გამარჯვება, ბრაზილიას კი ფრეც აწყობდა. "სელესაოს" მწვრთნელი ფლავიო კოსტა აფრთხილებდა თავის შეგირდებს, რომ ისინი არ მოდუნებულიყვნენ, თუმცა თავდაჯერებულმა ბრაზილიელელმა არც მოუსმინეს მის დარიგებას.

ბრაზილიის ყველაზე დიდი სირცხვილი, რომელიც გერმანულ 7:1-ზე მძიმეა

ქვეყანაში სუფევდა ეიფორია. "სელესაოს" გულშემატკივრები თვლიდნენ, რომ მათი ნაკრების დამარცხება ესეთ ვითარებაში, მითუმეტეს "მარაკანაზე" იყო შეუძლებელი. სპეციალურად ფინალისთვის დაწერილი იქნა საჩემპიონო სიმღერა, ფიფას პრეზიდენტმა ჟიულ რიმემ კი წინასწარ პორტუგალიური სიტყვები ისწავლა მოსალოცად.

ყველაფერი მზად იყო ბრაზილიის ტრიუმფისთვის. ფინალის წინ ოფიციალურად გაიყიდა 173 830 ბილეთი, თუმცა რეალურად იმ საღამოს "მარაკანას" ესწრებოდა 199 854 გულშემატკივარი, უნიკალური პრეცენდენტი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.

ბრაზილიის ყველაზე დიდი სირცხვილი, რომელიც გერმანულ 7:1-ზე მძიმეა

აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების წესები ბოლომდე დაცული არ იყო - დაუმთავრებელი რჩებოდა ერთი ტრიბუნა, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა, რომ ჩამონგრეულიყო, თუმცა ამის შესახებ არავინ ფიქრობდა, ყველას მხოლოდ სახალხო ზეიმი აინტერესებდა.

"ჩვენს წინააღმდეგ 200 000-მდე ბრაზილიელია, მაგრამ მოედანზე ისინი მხოლოდ თერთმეტნი იქნებიან. არ არსებობს წინასწარ წაგებული მატჩი, ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას," - აცხადებდა თამაშის წინ ურუგვაელთა კაპიტანი ვარელა.

ბრაზილიის ყველაზე დიდი სირცხვილი, რომელიც გერმანულ 7:1-ზე მძიმეა

მთელი პირველი ტაიმი "სელესტე" დაცვაში იყო ჩაკეტილი. ბრაზილიამ 17-ჯერ დაარტყა კარში, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლო. 47-ე წუთზე კი სტადიონი აფეთქდა, ფრიასმა ანგარიში გახსნა, რის შედეგადაც "სელესაო" დაწინაურდა.

გაუმაძღარი პუბლიკა ითხოვდა უფრო მეტს. ბრაზილია მაქსიმალურად გაიხსნა მეორე გოლის გასატანად, ურუგვაიმ კი ამით ისარგებლა. სწრაფი კონტრ-შეტევის წყალობით "სელესტემ" მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, ხუან ალბერტო სკიაფინომ შანსი არ დაუტოვა მოასირ ბარბოსას.

ბრაზილიის ყველაზე დიდი სირცხვილი, რომელიც გერმანულ 7:1-ზე მძიმეა

"მარაკანა" დადუმდა, ბრაზილიელი მოთამაშეები კი დაიბნენ. მომენტალურად ჩაქრა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი ადემირი, მასთან ერთად ზიზინიო და ჟაირიც. "სელესაოს" ფრეც აწყობდა, ამიტომ კოსტას შეგირდებმა ანგარიშის შენარჩუნებაზე დაიწყეს თამაში, მაგრამ ამაოდ - მატჩის დასრულებდამდე 11 წუთით ადრე ურუგვაიმ მეორეც შეაგდო.

ალსიდეს გიჯამ ისარგებლა ისევ და ისევ ბარბოსას შეცდომით და "სელესტე" წინ გაიყვანა. აღნიშნული გოლი ბრაზილიელ კიპერს დაუჯდა კარიერის, მოგვიანებით კი ცხოვრების დანგრევადაც. სასოწარკვეთილი "სელესაო" მთელი ძალებით შეტევაში გაიჭრა, თუმცა ურუგვაელები ცივსისხლიანად იცავდნენ თავის საჯარიმოს.

ბრაზილიის ყველაზე დიდი სირცხვილი, რომელიც გერმანულ 7:1-ზე მძიმეა

"მხოლოდ სამმა ადამიანმა მოახერხა გადაჭედილი "მარაკანას" დადუმება - ფრენკ სინატრამ, იოანე პავლე მეორემ და მე," - გიჯა.

ბრაზილიის ყველაზე დიდი სირცხვილი, რომელიც გერმანულ 7:1-ზე მძიმეა

გაისმა მსაჯის საფინალო სასტვენის ხმა, რომელიც ბრაზილიელებისთვის განკითხვის დღეზე უარისი რამ იყო. შოკირებული ფეხბურთელები აცრემლებული თვალებით ძირს დაეცნენ და დიდი ხნის მანძილზე ვერ დგებოდნენ.

თითოეულმა მათგანმა დაკარგა ბევრად უფრო მეტი ვიდრე 3 000 დოლარიანი პრემია, ახალი მანქანა და სახლი. ისინი სამუდამოდ შევიდნენ ბრაზილიის ისტორიაში როგორც "შემარცხვენელები".

ბრაზილია-ურუგვაი 1:2



მატჩის შემდგომი საჩემპიონო ცერემონია არ გამართულა. რიმემ გადასცა თასი ვარელას და მომენტალურად დატოვა იქაურობა, "მარაკანაზე" კი დაიწყო სრული ქაოსი. ორმა გულშემატკივარმა ადგილზევე დაასრულა ცხოვრება სუიციდით, ისინი ტრიბუნებიდან გადმოხტნენ, 200-მდე ქომაგი კი ნერვული აშლილობის ნიადაგზე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს.

სტადიონზე დაწყებული არეულობა მასიურ ისტერიაში გადაიზარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით კიდევ 300-მდე ბრაზილიელმა მოიკლა თავი. დღეს, 1950 წლის მუნდიალის ფინალს იხსენებენ როგორც "კრახს მარაკანაზე".

ბრაზილიის ყველაზე დიდი სირცხვილი, რომელიც გერმანულ 7:1-ზე მძიმეა

"სელესაომ" სამუდამოდ თქვა უარი თეთრ ფორმაზე, ბრაზილიელების აზრით ეს ფერი დაწყევლილი იყო. სწორედ იმ ფინალის შემდეგ შეიმოსნენ "ბურთის ჯადოქრები" ყვითელ და ლურჯ ფერებში.

რაც შეეხება ურუგვაის, "სელესტე" მეორედ და ჯერჯერობით უკანასკნელად გახდა მსოფლიო ჩემპიონი. 16 ივნისი კი ნაციონალური ზეიმის დღედ გამოცხადდა.

ბრაზილიის ყველაზე დიდი სირცხვილი, რომელიც გერმანულ 7:1-ზე მძიმეა

2014 წელს განცდილი მარცხი გერმანიასთან ანგარიშით 7:1, არაფერია იმასთან შედარებით რაც მოხდა 64 წლით ადრე. პელემ ის მატჩი შეადარა ომში წაგებას, რომლის სავალალო შედეგებისგან ქვეყანა დიდი ხნის მანძილზე იყო ჩავარდნილი ქაოსში.

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა