ბელგიის ნაკრების ფენომენი - როგორ გაჩნდა ვარსკვლავური თაობა? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბელგიის ნაკრების ფენომენი - როგორ გაჩნდა ვარსკვლავური თაობა?

ბელგიის ნაკრების ფენომენი - როგორ გაჩნდა ვარსკვლავური თაობა?

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ, მუნდიალის ფავორიტი ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა რამდენიმე სენსაციური გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც ფეხბურთელების წაყვანა-არწაყვანას ეხებოდა.

მაგალითად: ლიოვმა არ გამოიძახა სანე და გიოტცე, დეშამმა - პაიე, ბენზემა, ლაკაზეტი, რაბიო და კიდევ ბევრი სხვა. ლოპეტეგიმ სახლში დატოვა თითქმის ყველა ესპანელი ვარსკვლავი პრემიერ ლიგიდან, სამპაოლიმ კი მაურო იკარდი.

ბელგიის ნაკრების ფენომენი - როგორ გაჩნდა ვარსკვლავური თაობა?

კოლეგებს არ ჩამორჩა რობერტო მარტინესიც, რომელმაც აითვალწუნა ბელგიის ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახე - რაჯა ნაინგოლანი. თეორიულად "რომას" შუახაზელის არ ყოფნა დიდი დანაკლისია, რაჯა ნამდვილად აღემატება კლასით ფელაინის ან იგივე ვიტსელს, თუმცა ფაქტია, რომ "წითელი ეშმაკები" მის გარეშეც არიან ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნაკრები 2018 წლის მუნდიალზე.

ბელგიის ნაკრების ფენომენი - როგორ გაჩნდა ვარსკვლავური თაობა?

დღეს ბელგია ფიფას რეიტინგში მესამეა და სრულიად სამართლიანად ითვლება მსოფლიო პირველობის ფავორიტად, ყოველ შემთხვევაში შემადგენლობის მხრივ. რამდენიმე წლის წინ ეს შეუძლებელი ჩანდა, 2007-ში "წითელი ეშმაკები" 71-ე ადგილზე იყვნენ განთავსებულები.

ბელგიის მთავარი ვარსკვლავი იმ პერიოდში იყო გელზენკირხენის "შალკეს" არც ისე ძლიერი ფორვარდი მარკ ვილმოტსი, რომელიც მოგვიანებით ფეხბურთელზე უარესი მწვრთნელიც გახდა.

ბელგიის ნაკრების ფენომენი - როგორ გაჩნდა ვარსკვლავური თაობა?

კრახით დასრულებული 1998 წლის მუნდიალის შემდეგ, ბელგიის ფეხბურთის ფედერაციამ ჩაატარა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელთა კრება. სხდომის მიზანი იყო გეგმის შემუშავება თუ როგორ უნდა დაბრუნებულიყვნენ "წითელი ეშმაკები" დიდ თამაშში.

ცნობისთვის, 1980 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბელგია ფინალამდე მივიდა, მუნდიალზე 86-ში კი 1/2 ფინალამდე. ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნების ერთგვარი ორიენტირი სწორედ იმ დროინდელი ნაკრები იყო.

ბელგიის ნაკრების ფენომენი - როგორ გაჩნდა ვარსკვლავური თაობა?

მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელთა კრებაზე მიზნად დაისახა შემდეგი რამ: უნდა შეიცვალოს ახალგაზრდა მოთამაშეების განვითარების კონცეფცია და უნდა შემუშავდეს ერთი კონკრეტული სქემა ყველა ასაკობრივი ნაკრებისთვის.

ბელგიის ნაკრების ფენომენი - როგორ გაჩნდა ვარსკვლავური თაობა?

რაც შეეხება ფეხბურთელთა ინდივიდუალიზმს, აკადემიებში აქცენტი გააკეთეს ტექნიკაზე, პასსა და ბურთის ფლობაზე, რითაც ფიზიკური სიძლიერე მეორე პლანზე გადავიდა. ევოლუცია განსაკუთრებულად შეეხო მცველებს:

"პირველ რიგში ჩვენ ვასწავლით თამაშის წაკითხვას, რითაც ვავითარებთ მოთამაშეების ინტელექტს, ეს მცველებსაც ეხებათ. სწორედ ამ ყველაფრის შემდეგ ეუფლებიან ისინი ართმევის, ვარდნისა და ფიზიკური ბრძოლის ხელოვნებას,"

"ბურთის მოშორებაც კი გონივრულად უნდა ხდებოდეს. ჩვენ გვჭირდება ტექნიკური და ჭკვიანი ფეხბურთელები და არა ყასაბები," - "ანდერლეხტის" აკადემიის მწვრთნელი ჟან კინდერმანსი. ბელგიელებმა აირჩიეს 4-3-3. მათი შთაგონების წყარო იყო "ბარსელონა", "აიაქსი", საფრანგეთი და ჰოლანდია.

ბელგიის ნაკრების ფენომენი - როგორ გაჩნდა ვარსკვლავური თაობა?

"ეს სქემა იდეალურად ერგება ახალგაზრდა მოთამაშეებს. მომავალში ისინი გახდებიან თავისუფალი და მრავალფეროვანი შემსრულებლები. იგივე 4-4-2-ით ან 3-4-3-ით ამის მიღწევა რთულია. აღნიშნული სქემები უფრო ფეხბურთელთა შრომაზეა ორიენტირებული, ვიდრე ტექნიკაზე," - ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ტექნიკური დირექტორი მიშელ საბლონი.

გარდამტეხი მომენტი იყო ევრო 2000, რომლის მასპინძლები იყვნენ სწორედ ბელგიელები, ჰოლანდიელებთან ერთად. სახელმწიფომ დიდი ფინანსური მოგება ნახა, რის შემდეგაც შემოსული თანხის ინვესტირება მოხდა ბავშვთა ფეხბურთში.

ბელგიის ნაკრების ფენომენი - როგორ გაჩნდა ვარსკვლავური თაობა?

მოგვიანებით ბელგიაში აშენდა 8 ახალი აკადემია, სადაც ოსტატობას ეუფლებიან 14-დან 18-წლამდე მოზარდები. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ აღნიშნული სკოლები არსებობენ კლუბების აკადემიებისგან ავტონომიურად.

ფეხბურთელი სრული დატვირთვით ვარჯიშობს ჯერ იგივე "ანდერლეხტში", შემდეგ კი აღნიშნულ სკოლაში მოდის. დე ბრუინმა, აზარმა, კურტუამ და კიდევ ბევრმა სხვამ სწორედ ეს გზა გაიარა.

ბელგიის ნაკრების ფენომენი - როგორ გაჩნდა ვარსკვლავური თაობა?

ბელგიის ნაკრების სუპერ-თაობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი აგრეთვე ითამაშა ემიგრაციამ. 2002 წლის მუნდიალზე "წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში ფიგურირებდა მხოლოდ ორი ფეხბურთელი აფრიკული ფესვებით - მპენზა და სტუპარი, დღეს მათი რიცხვი გაცილებით მეტია, შემადგენლობის თითქმის ნახევარი.

კომპანი, დემბელე, ლუკაკუ, ვიტსელი, ფელაინი, ბენტეკე, იგივე ნაინგოლანიც წარმოშობით არის ინდონეზიიდან. ემიგრანტები ბელგიის ნაკრების ღირსებას იცავენ და უნდა ითქვას, რომ წარმატებულადაც. სწორედ ამიტომ გულშემატკივრებს არ ადარდებთ მათი წარმომავლობა, ისინი ხომ დიდი მიზნებისთვის იბრძვიან.

ბელგიის ნაკრების ფენომენი - როგორ გაჩნდა ვარსკვლავური თაობა?

"წითელი ეშმაკების" ლიდერების უმეტესობა თავისი კარიერის პიკს უახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან მალე აზარს და მეგობრებს დიდი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. 2018 წლის მუნდიალი კარგი საშუალებაა რეალური პოტენციალის დასამტკიცებლად.

ბელგიელების შესახებ ბევრს საუბრობენ, თუმცა ჯერჯერობით მათ არაფერი მოუგიათ. "ბრწყინვალე შემადგენლობა გვყავს. დიდ მატჩებში მონაწილეობის გამოცდილება მივიღეთ ევროპის წამყვან ჩემპიონატებში და ძალიან კარგად ვიცით თუ რა უნდა ვქნათ მუნდიალზე. ოქროს თაობა აუცილებლად გაიმარჯვებს," - აზარი.

ბელგიის ნაკრების ფენომენი - როგორ გაჩნდა ვარსკვლავური თაობა?

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა