1/4 ფინალი, არგენტინა - ესპანეთი - რა შემთხვევაში შეხვდება ეს წყვილი?

1/4 ფინალი, არგენტინა - ესპანეთი - რა შემთხვევაში შეხვდება ეს წყვილი?

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 2 დღე დარჩა.

არგენტინა D ჯგუფში ხორვატიასთან, ისლანდიასთან და ნიგერიასთან ერთად იმყოფება. ესპანეთი კი B ჯგუფში პორტუგალიასთან, მაროკოსთან და ირანთან ერთად არის.

რა შემთხვევაში შეხვდება ესპანეთი არგენტინას 1/4 ფინალში?

თუ ესპანეთი B ჯგუფიდან პირველი პოზიციით გავა და არგენტინა D ჯგუფიდან პირველი პოზიციით გავა, ამ შემთხვევაში ეს ნაკრებები ერთმანეთს 1/4 ფინალში შეხვდებიან. რა თქმა უნდა, თუ 1/8 ფინალურ ეტაპს გადალახავენ.

რეალურად კი ამ შეხვედრის ჩატარების დიდი შანსია. სავარაუდოდ არგენტინაც და ესპანეთიც თავიანთ ჯგუფებში პირველ პოზიციას დაიკავებენ.

1/8 ფინალები ასეთი იქნება: არგენტინა C ჯგუფის მეორე ადგილოსანს შეხვდება. C ჯგუფში არიან: საფრანგეთი, ავსტრალია, პერუ, დანია. სავარაუდოდ საფრანგეთი მეორე ადგილით არ გავა და სხვა დანარჩენთან სამპაოლის გუნდს არ უნდა გაუჭირდეს.

რაც შეეხება ესპანეთს, ის 1/8 ფინალში A ჯგუფის მეორე ადგილოსანს შეხვდება. A ჯგუფი კი ასეთია: რუსეთი, საუდის არაბეთი, ურუგვაი, ეგვიპტე

ასევე იხილეთ:

ბრაზილიის ყველაზე დიდი სირცხვილი, რომელიც გერმანულ 7:1-ზე მძიმეა

17 მილიონი კვერკველიას სანაცვლოდ - გადავა ქართველი პრემიერ ლიგაში?

კრიშტიანუ რონალდუს უარი მადრიდის რეალს!


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა