მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 29 საათით ადრე, ესპანეთის ნაკრებმა მწვრთნელი გაუშვა

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 29 საათით ადრე, ესპანეთის ნაკრებმა მწვრთნელი გაუშვა

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 29 საათით ადრე, პრესაში საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება.

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს.

მოგეხსენებათ, ლოპეტეგი გუშინ მადრიდის "რეალის" მთავრი მწვრთნელი გახდა, თუმცა ეს მას შემდეგ უნდა მომხდარიყო, როცა მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდებოდა.

ჯერჯერობით, ლოპეტეგის გათავისუფლების ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ ეს გადაწყვეტილება სწორედ სამეფო კლუბში მისვლას უნდა უკავშირდებოდეს.

შეგახსენებთ, რომ ლოპეტეგი ესპანეთის ნაკრებს 2016 წლიდან თავკაცობს. მანამდე ის "პორტოსა" და ესპანეთის ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელი იყო.  საინტერესოა, ვინ ჩაანაცვლებს ლოპეტეგის ამ თანამდებობაზე.

ასევე იხილეთ:

4 მწვრთნელი, რომელმაც შესაძლოა ლოპოტეგი შეცვალოს

"როცა ესპანეთის მწვრთნელი ხარ, რეალთან კონტრაქტი არ უნდა გააფორმო", - რატომ გაუშვეს ლოპოტეგი?

ვინ გაწვრთნის ესპანეთს მსოფლიოზე? - პრეზიდენტის განცხადება

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა