"როცა ესპანეთის მწვრთნელი ხარ, რეალთან კონტრაქტი არ უნდა გააფორმო", - რატომ გაუშვეს ლოპეტეგი?


ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ დღეს ხულენ ლოპეტეგი გაათავისუფლა.

გუშინ, 51 წლის სპეციალისტმა მადრიდის "რეალთან" გააფორმა კონტრაქტი, რაც ფედერაციამ არ მოიწონა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა განცხადება გააკეთა.

"რეალი საუკეთესო მწვრთნელს ეძებდა და ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი, თუმცა, როდესაც სპეციალისტი ესპანეთის ნაკრებში მუშაობს, მას არ შეუძლია გააკეთოს ის, რაც ლოპოტეგიმ გააკეთა.

საბოლოოდ, იძულებულები ვიყავით, რომ ის მსოფლიო ჩემპიონატის წინ დაგვეთხოვნა.

"რეალის" საქციელი? ამას ვერ შევაფასებ", - განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა.

ასევე იხილეთ:

4 მწვრთნელი, რომელმაც შესაძლოა ლოპოტეგი შეცვალოს

ვინ გაწვრთნის ესპანეთს მსოფლიოზე? - პრეზიდენტის განცხადება

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 29 საათით ადრე, ესპანეთის ნაკრებმა მწვრთნელი გაუშვა

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა