4 მწვრთნელი, რომელმაც შესაძლოა ესპანეთი ჩაიბაროს

4 მწვრთნელი, რომელმაც შესაძლოა ესპანეთი ჩაიბაროს

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ხულენ ლოპეტეგი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებიდან 1 დღით ადრე დაითხოვა.

გუშინ, ცნობილი გახდა, რომ 51 წლის სპეციალისტი მადრიდის "რეალს" ჩაიბარებს.

ფედერაციას არ მოეწონა ის ფაქტი, რომ ნაკრების მწვრთნელმა მუნდიალის წინ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა.

ამრიგად, ესპანეთი მწვრთნელი გარეშე დარჩა. ვინ ჩაიბარებს ნაკრებს?

1. ზინედინ ზიდანი
2 კვირის წინ, ფრანგმა "რეალი" დატოვა. ამჟამად, ის უმუშევარია და უახლოეს პერიოდში რომელიმე კლუბთან არ აპირებს მოლაპარაკებების გამართვას. შესაძლოა, რომ ის 1 თვით დაუბრუნდეს საქმეს და ესპანეთს მუნდიალზე გაუძღვეს.
4 მწვრთნელი, რომელმაც შესაძლოა ესპანეთი ჩაიბაროს

2. ვისენტე დელ ბოსკე
67 წლის სპეციალისტი ესპანეთს 2008-2016 წლებში წვრთნიდა. მან მსოფლიო ჩემპიონატი და ევროპის ჩემპიონატი მოიგო. შესაძლოა დელ ბოსკე 1 თვით ნაკრებს დაუბრუნდეს.
4 მწვრთნელი, რომელმაც შესაძლოა ესპანეთი ჩაიბაროს

3. ლუის ენრიკე
ლუის ენრიკემ "ბარსელონასთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. 2017 წელს მან პოსტი თავისი ნებით დატოვა და უკვე 1 წელია არც ერთ კლუბს არ უძღვება. შესაძლოა, ესპანეთმა ის აირჩიოს. ასევე, ენრიკე შესაძლოა ესპანეთს 1 თვის შემდეგაც გაუძღვეს.
4 მწვრთნელი, რომელმაც შესაძლოა ესპანეთი ჩაიბაროს

4. პაბლო სანზი
ის ესპანეთის ნაკრებში, 2016 წლის შემდეგ ლოპოტეგის თანაშემწე იყო. შესაძლოა, ის ამჟამად ნომერ პირველი კანდიდატი იყოს.
4 მწვრთნელი, რომელმაც შესაძლოა ესპანეთი ჩაიბაროს

ასევე იხილეთ:

"როცა ესპანეთის მწვრთნელი ხარ, რეალთან კონტრაქტი არ უნდა გააფორმო", - რატომ გაუშვეს ლოპოტეგი?

ვინ გაწვრთნის ესპანეთს მსოფლიოზე? - პრეზიდენტის განცხადება

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 29 საათით ადრე, ესპანეთის ნაკრებმა მწვრთნელი გაუშვა

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა