სალაჰი: "ჩვენთვის წარმატება მსოფლიო თასის მოგება იქნება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სალაჰი: "ჩვენთვის წარმატება მსოფლიო თასის მოგება იქნება"

სალაჰი:

ეგვიპტის ეროვნული ნაკრების ლიდერმა, მოჰამედ სალაჰმა, მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი გუნდის მიზნები დაასახელა.

"ჩვენი ძალა იმაშია, რომ ჩვენ გუნდი ვართ. ჩვენ ერთმანეთს უკვე დიდი ხანია ვიცნობთ და ბევრი ჩვენგანი ერთმანეთში მეგობრობს კიდეც.

ჩვენ ერთად 17, 18, 21 წლამდელებთა ნაკრების რიგებში ვთამაშობდით. ეს ახალგაზრდა გუნდია თუ მეკარე ესამ ელ-ჰადარის არ ჩავთვლით.

რა შედეგი იქნება ჩვენთვის წარმატების ტოლფასი? ფინალში გამარჯვება! სერიოზულად კი, ეს რთული შეკითხვაა. ვიცით, რომ ჯგუფიდან გასვლა მარტივი არ იქნება, ვინაიდან კარგი მეტოქეები გვყავს. ნებისმიერ შემთხვევაში, ერთი სული მაქვს როდის დაიწყება მუნდიალი", - განაცხადა მო სა სალაჰმა.

ეგვიპტე, რომელიც მსოფლიო თასზე 1990 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს, A ჯგუფში რუსეთის, საუდის არაბეთისა და ურუგვაის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა