ჰენდერსონი: "ლოპეტეგის წასვლამ შესაძლოა ესპანეთი გააძლიეროს"

ჰენდერსონი:

ინგლისის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ჯორდან ჰენდერსონმა, ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე განხორციელებული ცვლილება შეაფასა.

"სიმართლე გითხრათ, ლოპეტეგის ესპანეთის ნაკრებიდან გათავისუფლების სიახლე ჩემთვის შოკი იყო. არასოდეს მინახავს ასეთი რამ - მწვრთნელის გაშვება მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 2 დღით ადრე.

თუმცა ესპენელებს ფანტასტიკური გუნდი ჰყავთ, მშვენიერი მოთამაშეებით. შესაძლოა, ლოპეტეგის წასვლამ, გუნდი უფრო გააძლიეროს კიდეც", - განაცხადა ჰენდერსონმა.

"ფურია როხამ" დღეს ხულენ ლოპეტეგი გაათავისუფლა და მის მაგივრად ეროვნულ გუნდში ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი, ფერნანდო იერო, მიიწვია.

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა