ლიოვი ლოპეტეგის წასვლას გამოეხმაურა

ლიოვი ლოპეტეგის წასვლას გამოეხმაურა

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა, ესპანეთის ნაკრების თავკაცის პოსტიდან მოხსნა შეაფასა.

"ლოპეტეგის გათავისუფლება ჩემთვის ისე, როგორც ყველასათვის, სიურპრიზი იყო. რა თქმა უნდა, ამის მიზეზები არ ვიცი, მაგრამ სიტუაცია გაოცებას იწვევს. ეს სერიოზული რყევაა, ვინაიდან ესპანეთის ნაკრების პირველ მატჩამდე ორი დღეა დარჩენილი. ამან შესაძლოა გუნდში კონფლიქტი გამოიწვიოს.

ვიცი, რომ ფერნანდო იეროს სამწვრთნელო გამოცდილება აქვს. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ესპანეთი - შეთამაშებული გუნდია, რომელიც უკვე წლებია ერთ ფილოსოფიას ეყრდნობა. მოთამაშეები კი მაღალი კლასის გუნდებიდან არიან.

ვფიქრობ, ამის გამო ესპანეთის ნაკრების კლასს მაინც არაფერი ემუქრება", - აღნიშნა ლიოვმა.

"ფურია როხას" სამწვრთნელო სკამზე ცვლილებები დღეს განხორციელდა. ესპანეთი 15 ივნისს პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ასევე იხილეთ:

"როცა ესპანეთის მწვრთნელი ხარ, რეალთან კონტრაქტი არ უნდა გააფორმო", - რატომ გაუშვეს ლოპოტეგი?

ვინ გაწვრთნის ესპანეთს მსოფლიოზე? - პრეზიდენტის განცხადება

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 29 საათით ადრე, ესპანეთის ნაკრებმა მწვრთნელი გაუშვა

4 მწვრთნელი, რომელმაც შესაძლოა ლოპოტეგი შეცვალოს


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა