ჩიჩარიტო მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას არ გამორიცხავს

ჩიჩარიტო მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას არ გამორიცხავს

მექსიკის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, ჩიჩარიტო, მიიჩნევს, რომ მის გუნდს მსოფლიო თასის მოგება შეუძლია.

"მსოფლიო ჩემპიონატის მოგება? რატომაც არა? 2004 წელს ვინმეს ეგონა, რომ საბერძნეთი ევროპის ჩემპიონატს მოიგებდა? ვინმეს ეგონა, რომ "ლესტერი" პრემიერ ლიგას მოიგებდა?

უბრალოდ მითხარით, რატომაც არა?", - განაცხადა ხავიერ ერნანდესმა.

მექსიკა F ჯგუფში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ გერმანიის, შვედეთისა და სამხრეთ კორეის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.

მექსიკის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი 1970 და 86 წლებში დააფიქსირა - ორივეჯერ 1/4 ფინალი.

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა