ესპანური სერიალი გრძელდება - როგორ მოიტაცა რეალმა ლოპეტეგი?

ესპანური სერიალი გრძელდება - როგორ მოიტაცა რეალმა ლოპეტეგი?

უკანასკნელი 24 საათის მანძილზე ესპანეთის ნაკრებში ისეთი ტრაგიკომედია დატრიალდა, რომ საპნის ოპერის რეჟისორსაც კი შეშურდებოდა. ჯერ კიდევ გუშინ ისე ჩანდა თითქოს ფლორენტინო პერესმა გენიალური გარიგება გაჩარხა.

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ყოველგვარი ზედმეტი ხმაურის გარეშე შეუთანხმდა ხულენ ლოპეტეგის "სამეფო კლუბის" გაწვრთნის თაობაზე. გარიგება ძალაში შევიდოდა მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ.

ესპანური სერიალი გრძელდება - როგორ მოიტაცა რეალმა ლოპეტეგი?

აღნიშნულმა ინფორმაციამ დიდი რეზონანსი გამოიწვია საფეხბურთო სამყაროში, თუმცა ის, რაც მოხდა 13 ივნისს, ანუ მუნდიალის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

ლოპეტეგი აღარ არის "ფურია როხას" მთავარი მწვრთნელი, რადგან ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში ჩათვალეს, რომ აღნიშნული შეთანხმება ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა ეროვნული ნაკრების პრინციპებს და ამას თავისი მიზეზებიც აქვს.

ესპანური სერიალი გრძელდება - როგორ მოიტაცა რეალმა ლოპეტეგი?

მუნდიალის დაწყებამდე ორი კვირით ადრე ხულენმა გაახანგრძლივა კონტრაქტი "ფურია როხასთან" 2020 წლამდე, თუმცა შემდეგ უარი ვერ თქვა "რეალის" შემოთავაზებაზე და მომენტალურად შეიცვალა პრიორიტეტები.

რაც შეეხება პერესს, ფლორენტინომ უბრალოდ გამოისყიდა ლოპეტეგის კონტრაქტი კანონის ყველანაირი დაცვის ფარგლებში. ხელშეკრულების თანახმად ხულენის კლაუსულა შეადგენდა 2 მილიონ ევროს. "რეალისთვის" ნამდვილად არ წარმოადგენდა სირთულეს ამხელა თანხის გადახდა.

ესპანური სერიალი გრძელდება - როგორ მოიტაცა რეალმა ლოპეტეგი?

ყველა ლანძღავს პერესს, თუმცა რეალურად გასაკიცხი არის ლოპეტეგი, რადგან მისი თანხმობა რომ არა, ეს გარიგება არ შედგებოდა და ფლორენტინო ახალი კანდიდატურის ძიებას შეუდგებოდა.

ხულენის ორ სკამზე ერთდროულად ჯდომის სურვილმა არია სიტუაცია ეროვნულ ნაკრებში. მისი "რეალში" დანიშნვა ისედაც დიდი მოულოდნელობა იყო "ფურია როხას" წევრებისთვის. ესპანეთში ხუმრობდნენ - როგორ უნდა ითამაშოს პიკემ მადრიდული კლუბის მომავალი მწვრთნელის ხელმძღვანელობის ქვეშ?

ესპანური სერიალი გრძელდება - როგორ მოიტაცა რეალმა ლოპეტეგი?

"ბარსელონას" დაცვის ბურჯს აღარ მოუწევს ამის გაკეთება, რადგან ლოპეტეგი გაუშვეს. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა ვერ აიტანა ხულენის ორპირობა და ძაღლივით გააგდო ის მუნდიალის დაწყებამდე ერთი დღით ადრე.

რუბიალესის გადაწყვეტილება სამართლიანია, მაგრამ ზედმეტად ემოციური. ცნობილი ფაქტია, რომ "ფურია როხაში" უკვე სუფევს დაძაბულობა, რომელმაც შეიძლება უდიდესი გავლენა იქონიოს ნაკრების პერფომანსზე.

ესპანური სერიალი გრძელდება - როგორ მოიტაცა რეალმა ლოპეტეგი?

ესპანეთი ორ უკიდურესობას შორის არის - ტოტალური ფიასკო ან ამ სკანდალების ფონზე ერთსულოვნების გამოჩენა და ბოლომდე ბრძოლა. "ფურია როხა" აუცილებლად დატოვებს თავის კვალს მუნდიალზე, კარგს თუ ცუდს, ამას უშუალოდ ტურნირის მსვლელობის დროს გავიგებთ.

არ შეიძლება გვერდის ავლა ორი სარკასტული მომენტისთვის: პირველი - ფაბრეგასი, მორატა, ალონსო, ბელერინი, პედრო და სხვა განაცხადს მიღმა დარჩენილი ვარსკვლავები მსოფლიო ჩემპიონატზე არ იქნებიან იმ ადამიანის გამო, რომელიც თავადაც ვერ მოესწრო ტურნირის დაწყებას. სესკმა უკვე გაიხურმა ამის თაობაზე.

ესპანური სერიალი გრძელდება - როგორ მოიტაცა რეალმა ლოპეტეგი?

მეორე - აღნიშნული გარიგებით პერესმა და "რეალმა" გადაიმტერეს მთელი ესპანეთი, აშკარაა, რომ ლა ლიგის მომავალ სეზონში ყველა "სამეფო კლუბის" წინააღმდეგ იქნება, აქედან გამომდინარე ისმის კითხვა - ღირდა თუ არა უტიტულო და არც ისე მაღალი კლასის ლოპეტეგი ამ დაძაბულობად?

ხულენი ისედაც უდიდესი ზეწოლის ქვეშ იქნებოდა მადრიდში, ის ხომ გენიალური ზინედინ ზიდანის შემცვლელია, ახლა კი აგრესია მისი პერსონის მიმართ გაორმაგებულია. "ბლანკოსის" ყოველი ფრე (წაგებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია) და უხეირო თამაში, ლოპეტეგისთვის განკითხვის დღესავით იქნება.

ესპანური სერიალი გრძელდება - როგორ მოიტაცა რეალმა ლოპეტეგი?

ესპანეთის ნაკრების გარშემო შექმნილმა სიტუაციამ დაგვანახა, რომ პერესს მოსწყინდა ის იდილია, რომელმაც მადრიდში დაისადგურა ზიდანის მწვრთნელობის პერიოდში. "რეალი" კვლავ ეპოტაჟური კლუბია, რის გამოც ის ბევრს არ ეხატება გულზე და უნებისყოფო ლოპეტეგის გადმობირება არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი.

რაც შეეხება უშუალოდ "ფურია როხას", ხულენის გაგდების შემდეგ ნაკრების თავკაცად დანიშნეს ფერნანდო იერო. ვერ ვიტყვით, რომ "რეალის" ლეგენდარული კაპიტანი ნიჭიერი სპეციალისტია. მისი სამწვრთნელო გამოცდილება საერთოდ არ არის შთამბეჭდავი - მხოლოდ ერთი წარუმატებელი სეზონი "ოვიედოში", მეტი არაფერი.

ესპანური სერიალი გრძელდება - როგორ მოიტაცა რეალმა ლოპეტეგი?

იქნებ იეროს საჭირო თვისებები იმალება არა ტაქტიკაში, არამედ შეგირდების მოტივირებაში. ზიდანმა ნათლად დაგვანახა თუ რამდენს ნიშნავს ფეხბურთელების განწყობა და უნდა ითქვას, რომ დღევანდელ ესპანეთს სწორედ ეს ჭირდება.

ინიესტამ, სილვამ, რამოსმა, ბუსკეტსმა და სხვა ვარსკვლავებმა ძალიან კარგად იციან თავისი როლი მოედანზე, შესაბამისად ფერნანდო ნამდვილად ვერ ასწავლის მათ რაიმე ახალს ფორმაციის თვალსაზრისით. ერთადერთი რისი გაკეთებაც შეუძლია იეროს არის ნაკრების გაერთიანება კონკრეტული მიზნისთვის.

ესპანური სერიალი გრძელდება - როგორ მოიტაცა რეალმა ლოპეტეგი?

"ფურია როხაში" არ უნდა იგრძნობოდეს, რომ მისი წევრები იმყოფებიან გემზე, რომელსაც კაპიტანი აღარ ჰყავს. საინტერესოა, როგორი ესპანეთი დახვდება კრიშტიანუ რონალდუსა და მის პორტუგალიას. პირველი და საკმაოდ რთული გამოცდა არის 15 ივნისს.

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა