უსეინ ბოლტმა დაასახელა ნაკრები, რომელსაც მუნდიალზე უგულშემატკივრებს

უსეინ ბოლტმა დაასახელა ნაკრები, რომელსაც მუნდიალზე უგულშემატკივრებს

მძლეოსნობაში რვაგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, უსეინ ბოლტმა განაცხადა, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრებს უგულშემატკივრებს.

გარდა ამისა, ბოლტი ამბობს, რომ საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველს, პოლ პოგბას უჭერს მხარს.

"არგენტინის ნაკრებს ვგულშემატკივრობ. იამაიკა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდა. არგენტინას კი ტალანტი, ოსტატობა ჰყოფნის ფინალში გასასვლელად", - ციტირებს იამაიკელი სპრინტერის სიტყვებს AFP.

"საფრანგეთი? ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ასე რომ, მასაც შეუძლია ფინალში გასვლა. უშეღავათო ბრძოლა იქნება. ამიტომაც სიამოვნებით მივადევნებ მუნდიალის მატჩებს".

"საფრანგეთის ნაკრებიდან პოგბას გამოვყოფდი. მისი დიდი თაყვანისმცემელი ვარ. მას ჯერ კიდევ იქამდე ვგულშემატკივრობდი, სანამ "ემიუში" გადავიდოდა", - დასძინა უსეინმა.

ასევე იხილეთ:

"როცა ესპანეთის მწვრთნელი ხარ, რეალთან კონტრაქტი არ უნდა გააფორმო", - რატომ გაუშვეს ლოპოტეგი?

ვინ გაწვრთნის ესპანეთს მსოფლიოზე? - პრეზიდენტის განცხადება

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 29 საათით ადრე, ესპანეთის ნაკრებმა მწვრთნელი გაუშვა

4 მწვრთნელი, რომელმაც შესაძლოა ლოპოტეგი შეცვალოს


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა