ვინ გავა მუნდიალის ფინალში? - მოურინიოს მორიგი პროგნოზი

ვინ გავა მუნდიალის ფინალში? - მოურინიოს მორიგი პროგნოზი

ჟოზე მოურინიომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ კიდევ ერთი პროგნოზი გააკეთა.

თავიდან, პორტუგალიელმა თავისი მოსაზრება გამოთქვა, თუ რომელი გუნდები გავლენ ჯგუფებიდან.

შემდეგ 1/2 ფინალურ ეტაპზეც გააკეთა პროგნოზი.

ახლა კი მოურინიო აცხადებს, რომ ფინალში ერთმანეთს პორტუგალია და არგენტინა დაუპირისპირდებიან.

"იცით, ეს რას ნიშნავს. არჩევანს ვერ გავაკეთებ", - ციტირებს ჟოზეს სიტყვებს RT.

"დამატებითი დრო, პენალტების სერია. 11-ვე ფეხბურთელი გამოიყენებს თერთმეტმეტრიანს. ბოლოს კი ნიშნულთან ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ მივლენ... დანარჩენს თქვენ გიტოვებთ".

მოურინიოს პროგნოზი:

1/8 ფინალები
პორტუგალია - ურუგვაი
საფრანგეთი - ნიგერია
ბრაზილია - მექსიკა
ინგლისი - პოლონეთი
ესპანეთი - რუსეთი
არგენტინა - ავსტრალია
გერმანია - შვეიცერია
ბელგია - სენეგალი

1/4 ფინალები
არგენტინა - ესპანეთი
გერმანია - ბელგია
პორტუგალია - საფრანგეთი
ბრაზილია - ინგლისი

1/2 ფინალები
არგენტინა - გერმანია
ბრაზილია - პორტუგალია

ფინალი
არგენტინა - პორტუგალია

ასევე იხილეთ:

"როცა ესპანეთის მწვრთნელი ხარ, რეალთან კონტრაქტი არ უნდა გააფორმო", - რატომ გაუშვეს ლოპოტეგი?

ვინ გაწვრთნის ესპანეთს მსოფლიოზე? - პრეზიდენტის განცხადება

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 29 საათით ადრე, ესპანეთის ნაკრებმა მწვრთნელი გაუშვა

4 მწვრთნელი, რომელმაც შესაძლოა ლოპოტეგი შეცვალოს


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა