მუნდიალზე მსაჯები თამაშგარე მდგომარეობას არ დააფიქსირებენ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მუნდიალზე მსაჯები თამაშგარე მდგომარეობას არ დააფიქსირებენ

მუნდიალზე მსაჯები თამაშგარე მდგომარეობას არ დააფიქსირებენ

ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Sun 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის არბიტრებზე წერს.

ცნობილია, რომ გვერდითა მსაჯებმა კონკრეტული დავალებები მიიღეს.

კერძოდ კი მათ უთხრეს, რომ რთულ სიტუაციებში თამაშგარე მდგომარეობა არ დააფიქსირონ, მაშინაც კი თუ დარწმუნებულები არიან, რომ მოთამაშე ნამდვილად იმყოფება თამაშგარე მდგომარეობაში.

ეს ბრძანება სავარაუდოდ ფიფას სამსაჯო კომიტეტისგან არის.

როგორც იცით, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ისტორიაში პირველად ვიდეო რეფერი იმუშავებს.

შესაბამისად, საეჭვო თამაშგარეებს სწორედ ტექნოლოგია დააფიქსირებს.

იმ შემთხვევაში, თუ გვერდითა მსაჯი საეჭვო სიტუაციას თამაშგარედ შეაფასებს და შემდეგ აღმოჩნდება, რომ მოთამაშე წესებს არ არღვევდა, ცხადია, რომ ეპიზოდი უკან ვეღარ დაბრუნდება და გუნდი შეტევას დაკარგავს.

სხვა შემთხვევაში კი, თუ მოთამაშე თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება, ვიდეო რეფერი მარტივად გადაამოწმებს.

ასევე იხილეთ:

ვინ გავა მუნდიალის ფინალში? - მოურინიოს მორიგი პროგნოზი

ფოტოები: სანე კალიფორნიაში, გერლფრენდთან ერთად ისვენებს

სასწაული მატჩი: 8 გატანილი ბურთი, ულამაზესი გოლები, პენალტების სერია და პანენკა - დინამო შემდეგ ეტაპზეა [VIDEO]


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა