იეროს პირველი კომენტარი ესპანეთში მისვლის შემდეგ: "2 დღეში ვერაფერს ვერ შევცვლი"

იეროს პირველი კომენტარი ესპანეთში მისვლის შემდეგ:

ხულენ ლოპეტეგის გათავისუფლების შემდეგ ესპანეთის ნაკრები ფერნანდო იერომ ჩაიბარა.

ესპანელმა პირველი კომენტარი გააკეთა.

"ჩემთვის ეს სასიამოვნო და ამაღელვებელი გამოწვევა იყო. ესპანეთის ნაკრებს ძლიერი მოთამაშეები ჰყავს, რომლებიც უკვე 2 წელია ერთად ემზადებიან მსოფლიო ჩემპიონატისთვის.

ცხადია, რომ 2-წლიან სამუშაოს 2 დღეში ვერ შევცვლი. ნაკრების ბევრი თანამშრომელი კვლავ აქ არის და ახლა ყველაფერს ერთად ვაკვირდებით.

ვიტყვი, რომ პორტუგალიასთან შეხვედრისთვის არაფერი შეიცვლება", - განაცხადა იერომ.

15 ივნისს, მუნდიალის შეხვედრაში ესპანეთი პორტუგალიას ხვდება.

ასევე იხილეთ:

ვინ გავა მუნდიალის ფინალში? - მოურინიოს მორიგი პროგნოზი

ფოტოები: სანე კალიფორნიაში, გერლფრენდთან ერთად ისვენებს

სასწაული მატჩი: 8 გატანილი ბურთი, ულამაზესი გოლები, პენალტების სერია და პანენკა - დინამო შემდეგ ეტაპზეა [VIDEO]


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა