"ნამდვილი შურისძიება იქნება", - ნეიმარი გერმანიას დაემუქრა


2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალში გერმანიამ ბრაზილია 7:1 გაანადგურა.

1/4 ფინალში კოლუმბიისა და ბრაზილიის მატჩში ცუნიგამ ნეიმარს ზურგში მუხლი ჩაარტყა, რის გამოც ბრაზილიელმა ტურნირზე თამაში ვეღარ მოახერხა.

დღეს, ნეიმარი ამბობს, რომ გერმანიასთან მისი ყოფნის შემთხვევაში ბრაზილია ასეთი ანგარიშით არ დამარცხდებოდა.

"რა მოხდებოდა გერმანიასთან რომ მეთამაშა? ვფიქრობ, რომ შედეგი სხვაგვარი იქნებოდა. ცხადია, ამაში დარწმუნებული არ ვარ, თუმცა ასე ვფიქრობ. სამწუხაროდ, გარემოებამ ამის საშუალება არ მომცა.

შესაძლოა გერმანიას მალე შევხვდეთ და ვიმედოვნებ, რომ ნამდვილი შურისძიება იქნება", - განაცხადა ნეიმარმა.

ასევე იხილეთ:

მუნდიალზე მსაჯები თამაშგარე მდგომარეობას არ დააფიქსირებენ

რამდენი მილიონი დაზოგა რეალმა ლოპეტეგის გათავისუფლებით?

რონალდო: "რონალდუ უნიკალური ფეხბურთელია, თუმცა მესი..."


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა