რონალდუმ 10 წლის წინანდელი შედევრი გაიმეორა

რონალდუმ 10 წლის წინანდელი შედევრი გაიმეორა

როგორც მოგეხსენებათ ესპანეთი-პორტუგალიის დაპირისპირება დასრულდა ფრედ - 3:3. პირენეის მკვიდრებმა ულამაზესი სანახაობა შემოგვთავაზეს, განსაკუთრებით კრიშტიანუ რონალდუმ, რომელმაც აღნიშნულ მატჩში ჰეტ-ტრიკი გაიფორმა.

დავიდ დე ხეას დამწუხრების შემდეგ, პორტუგალიელმა ვარსკვლავმა უნიკალურ შედეგს მიაღწია, უფრო სწორედ შედეგებს - 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გახდა რონალდუს რიგით მე-8 დიდი სანაკრებო ტურნირი, რომელზეც მან თავის გამოჩენა შეძლო.

რონალდუმ 10 წლის წინანდელი შედევრი გაიმეორა

ათვლა დაიწყო ევრო 2004-დან, სადაც კრიშტიანუმ ორი გოლის გატანა მოახერხა. შემდეგ იყო 2006 წლის მუნდიალი (1 გოლი), ევრო 2008 (1 გოლი), 2010 წლის მუნდიალი (1 გოლი), ევრო 2012 (3 გოლი), 2014 წლის მუნდიალი (1 გოლი), ევრო 2016 (3 გოლი), 2018 წლის მუნდიალი (3, ჯერჯერობით).

ამის გარდა რონალდუ გახდა რიგით მე-4 ფეხბურთელი, რომელმაც 4 მუნდიალზე შეძლო ბურთის შეგდება. კრიშტიანუმდე იყვნენ - პელე (1958-1970), ზეელერი (1958-1970) და კლოზე (2002-2014).

რონალდუმ 10 წლის წინანდელი შედევრი გაიმეორა

ჯამში პორტუგალიელის ანგარიშზე ჯერჯერობით 6 გოლია მსოფლიო ჩემპიონატებზე. ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირ კლოზეს 10-ით მეტი აქვს. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი - რონალდუ გახდა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე, რომელმაც მუნდიალზე ჰეტ-ტრიკის შესრულება მოახერხა.

ესპანეთთან მატჩის მთავარი მშვენება უპირობოდ არის კრიშტიანუს ულამაზესი ჯარიმა, რომელიც მან შეხვედრის 88-ე წუთზე გაიტანა, რითაც ანგარიშიც გაათანაბრა. პორტუგალიელის შესრულება მართლაც ფენომენალური იყო.

რონალდუს ჯარიმა ესპანეთის კარში



აღსანიშნავია, რომ 10 წლის წინ რონალდუმ ზუსტად ანალოგიური ჯარიმის გატანა მოახერხა. ეს ყველაფერი ხდებოდა პრემიერ ლიგაში, კრიშტიანუ "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას იცავდა, მეტოქე კი "პორტსმუტი" იყო.

რონალდუს ჯარიმა პორტსმუტის კარში, არის მსგავსება?



ცნობისთვის, პორტუგალიელმა დე ხეას კარის აღება შეძლო მე-4, 44-ე და 88-ე წუთებზე. "ევროპელი ბრაზილიელების" შემდეგი მეტოქეები იქნებიან მაროკო (20 ივნისი) და ირანი (25 ივნისი).

ესპანეთთან მატჩის წინ კი გავრცელდა საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია - "AS"-ის მტკიცებით, პირენეელთა დაპირისპირების სანახავად ჩამოსული იყო "პსჟ"-ს მფლობელი ნასერ ალ-ხელაიფი, რომელიც რონალდუსთან სატრანსფერო საკითხზე აპირებდა გასაუბრებას. საინტერესოა, შედგა თუ არა მათი დიალოგი.

რონალდუმ 10 წლის წინანდელი შედევრი გაიმეორა

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა