მესი: "დიახ, შანსი მქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენე"

მესი:

არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ, რომელმაც ისლანდიასთან (1:1) მატჩში 11-მეტრიანი გააფუჭა, თქვა, რომ მუნდიალზე არავინ არავის არაფერს არ აჩუქებს.

"მოედანზე მოსაგებად გავედით. თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ გამოგვივიდა. სწრაფი გოლი გავიტანეთ, მაგრამ ისლანდიელებმა ანგარიში გაათანაბრეს, შემდეგ კი მატჩის სურათი შეიცვალა".

"მეტოქე დაცვაში დადგა, თავისუფალი ზონები დაგვიკეტა და დაცვის გარღვევა რთული გახდა".

"დიახ, შანსი მქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენე... გამარჯვებას ვიმსახურებდით. თუმცა, ახლა დასვენების დროა, ძალების აღდგენისა და მომავალი მატჩებისთვის მზადების".

"მსოფლიო ჩემპიონატზე ადვილად არავინ არავის არაფერს არ აჩუქებს", - დასძინა მესიმ.

ასევე იხილეთ:

რონალდუმ მსოფლიო ჩემპიონატზე მესის გადაასწრო

რონალდუს მორიგი რეკორდი - ის, რაც მუნდიალის ისტორიაში არავის გაუკეთებია

რა უთხრა, რონალდუმ ნაჩოს პენალტის დროს?


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა