რატომ ვერ მოიგო არგენტინამ?

რატომ ვერ მოიგო არგენტინამ?

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გააკეთა: "ტაქტიკას კომპაქტურობაც რომ დავუმატოთ, მეტოქეს ძალიან გაუჭირდება ჩვენი შეჩერება,"

ისლანდიასთან მატჩმა გვაჩვენა, რომ "ალბისელესტეს" ჯერ კიდევ ბევრი უკლია სამპაოლის ნახსენებ კომპაქტურობამდე. აღსანიშნავია, რომ გუნდის ფორმაციაც ბევრ კითხვას იწვევდა, მაგალითად - რატომ ატარებდა მესი დროის უმეტეს ნაწილს მოედნის სიღრმეში და არა თავდამსხმაში?

რატომ ვერ მოიგო არგენტინამ?

რაც შეეხება ისლანდიას, კარგ ხასიათზე ყოფნის მიზეზი მათ ნამდვილად გააჩნიათ - ჯგუფის მთავარი ფავორიტისთვის გოლის გატანა და ქულის აღება მუნდიალის დებიუტანტებისთვის სუპერ-შედეგია.

არგენტინის ბურთის ფლობის პროცენტული მაჩენებელი 78-ს შეადგენდა. შთამბეჭდავია, მაგრამ სამწუხაროდ ამ შემთხვევაში ციფრები არაფერს ნიშნავს, რადგან "ალბისელესტემ" ვერ მოახერხა მასზე ბევრად უფრო სუსტ მეტოქეზე გამარჯვების მოპოვება.

რატომ ვერ მოიგო არგენტინამ?

ისლანდია

2016 წლის ევროპის ჩემპიონატიდან-დღემდე, ისლანდიის მთავარი კოზირი არის დაცვა. კედელი, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმაც კი ვერ დაანგრია. აგრეთვე გამოსარჩევია სწორედ ის კომპაქტურობა, რომელიც სამპაოლის გუნდისთვის უცხო ხილია. "ვიკინგთა" ერთმანეთთან შეთამაშებულობა გასაკვირი არ არის, რადგან:

"ჩვენ უკვე 10-12 წელია, რაც ერთმანეთის გვერდიგვერდ ვასპარეზობთ. ისლანდიის ნაკრების რამდენიმე მოთამაშე საფეხბურთო კარიერის დაწყებამდეც კი იცნობდა ერთმანეთს. საუკეთესო მეგობრები ვართ, სხვა გუნდებში მსგავს რაღაცას ვერ ნახავთ," - გილფი სიგურდსონი.

რატომ ვერ მოიგო არგენტინამ?

მართალია არგენტინა მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა, მაგრამ ამის მიუხედავად, მესი და მისი თანამემამულეები თითქმის ვერ ახერხებდნენ მეტოქის საჯარიმომდე მიღწევას, მიზეზი - ისევ და ისევ ისლანდიის დაცვა.

აგუეროს გოლის დროსაც კი კუნს ორი კაცი მეურვეობდა. როგორ გაიტანა სერხიომ, ეს ცალკე თემაა, თუმცა ფაქტია, რომ "ვიკინგები" პრაქტიკულად არასდროს ტოვებდნენ არგენტინელ ფეხბურთელებს თავისუფალ ზონაში.

აგუეროს გოლი ისლანდიის კარში



არგენტინა

ისლანდიის გოლის შემდეგ, "ალბისელესტეს" შეტევები ჰგავდა ინტერნეტ მემს სახელად "როცა არ იცი რა გააკეთო, მიეცი ბურთი მესის". რამდენსაც არ უნდა საუბრობდეს სამპაოლი ტაქტიკაზე, მისი ნაკრების მთავარი იმედი და მამოძრავებელი ძალა არის ლეო. თუ "ბარსელონელს" თამაში არ მისდის, არგენტინა განწირულია.

ბანეგამ და პავონმა თითქოს გამოაცოცხლეს "ალბისელესტეს" შეტევები მეორე ტაიმში, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი გოლის გასატანად. აუცილებელი იყო პაულო დიბალას გამოჩენა, რომელიც ნაკრებში ალბათ მხოლოდ მესის თუ ჩამოუვარდება კრეატიულობის თვალსაზრისით. რატომ თქვა მასზე უარი სამპაოლიმ უცნობია.

რატომ ვერ მოიგო არგენტინამ?

რა თქმა უნდა ეს იყო მხოლოდ პირველი მატჩი და დასკვნების გამოტანა ჯერ ადრეა, მაგრამ რამდენიმე ხარვეზი უკვე აშკარად გამოიკვეთა - შეუთამაშებლობა, მესიზე დამოკიდებულება, აბსოლიტურად უხეირო თამაში მეორე სართულზე (მოკითხვა იკარდისგან), ქაოსი დაცვაში. ვნახოთ, რა იქნება ხორვატიასთან.

რატომ ვერ მოიგო არგენტინამ?

მესი

როცა საჭირო გახდა ლეონელმა საკუთარ თავზე აიღო თამაში და ვერ ვიტყვით, რომ "ბარსელონელმა" მომენტები გააფუჭა ან ნაკრები დააღალატა. გამოუყენებელი პენალტი არ ითვლება, ეს შეიძლება ნებისმიერს მოუვიდეს, უბრალოდ კარგი იქნებოდა, რომ მესის გაეტანა. მოკლედ რომ ვთქვათ - ლეოს არ გაუმართლა.

რატომ ვერ მოიგო არგენტინამ?

11 შექმნილი სახიფათო მომენტი და კიდევ 3 პარტნიორებისთვის - ბევრ რამეზე მეტყველებს. არგენტინის კაპიტანი ნამდვილად არ უჩივის მოტივაციის ნაკლებობას და სიმართლე უნდა ითქვას, მესის სამპაოლიზე დიდი გავლენა აქვს ნაკრებში. იმედია ხორხე და ლეო ერთობლივი ძალებით აღმოფხვრიან ხარვეზებს გუნდში.

მესის გამოუყენებელი პენალტი ისლანდიასთან


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა