VIDEO: მორიგი სენსაცია - პირველი მატჩი ბრაზილიამაც ვერ მოიგო

VIDEO: მორიგი სენსაცია - პირველი მატჩი ბრაზილიამაც ვერ მოიგო

მსოფლიო ჩემპიონატი ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმაც წარუმატებლად დაიწყო - შესანიშნავ ფორმაში მყოფმა "სელესაომ" პირველ ტურში შვეიცარიას ვერ მოუგო.

ტიტეს გუნდმა კარგად დაიწყო და კოუტინიოს ულამაზესი გოლით დაწინაურდა, მაგრამ ამის შემდეგ აშკარად მოეშვა და ამის გამო დაისაჯა.

შვეიცარიელებმა ღირსეულად იბრძოლეს, მომენტები შექმნეს და მეორე ნახევრის დებიუტში ცუბერის თავურით ბრაზილიას ერთი ქულა წაართვეს.

ახლა E ჯგუფში სერბეთის ნაკრები გალიდერდა, ხოლო ბრაზილიასა და შვეიცარიას თითო-თითო ქულა აქვთ.

ბრაზილია 1:1 შვეიცარია

გოლები: 1:0 - კოუტინიო (20'), 1:1 - ცუბერი (50').

ბრაზილია: ალისონი; დანილო, ტიაგო სილვა, მირანდა, მარსელო; კაზემირო, პაულინიო, კოუტინიო; ვილიანი, ჟეზუსი, ნეიმარი.

ცვლილება: ფერნანდინიო, აუგუსტო, ფირმინო.

შვეიცარია: ზომერი; ლიხშტაინერი, შერი, აკანჯი, როდრიგესი; ბეჰრამი, ჯაკა; შაქირი, ჯემაილი, ცუბერი; სეფეროვიჩი.

ცვლილება: ზაქარია, ემბოლო, ლანგი.

მიმოხილვა

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა