ბოლოს როდის წააგო გერმანიამ მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩი?

ბოლოს როდის წააგო გერმანიამ მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩი?

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონებმა რუსეთის მუნდიალი ძალიან ცუდად დაიწყეს და პირველ ტურში მექსიკის ნაკრებთან სენსაციურად დამარცხდნენ - 0:1.

საინტერესოა, რომ "ბუნდესნაკრებისთვის" მსოფლიო თასის სუსტად დაწყება დამახასიათებელი არ არის. ბოლოს ასეთი რამ ძალიან დიდი ხნის წინ, 1982 წლის, მუნდიალზე მოხდა.

მაშინ დასავლეთ გერმანიის ნაკრებმა ალჟირთან 1:2 წააგო, მაგრამ საბოლოო ჯამში, ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა და ფინალამდე გააღწია, სადაც უკვე იტალიასთან 1:3 დამარცხდა.

გერმანიის ნაკრების პირველი მატჩები მსოფლიო ჩემპიონატზე 1982 წლის შემდეგ:
1986 - გერმანია 1:1 ურუგვაი
1990 - გერმანია 4:1 იუგოსლავია
1994 - გერმანია 1:0 ბოლივია
1998 - გერმანია 2:0 აშშ
2002 - გერმანია 8:0 საუდის არაბეთი
2006 - გერმანია 4:2 კოსტა რიკა
2010 - გერმანია 4:0 ავსტრალია
2014 - გერმანია 4:0 პორტუგალია

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა