რაფა მარკესი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა

რაფა მარკესი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა

მექსიკის ეროვნული ნაკრების ლეგენდარული კაპიტანი, რაფაელ მარკესი, მუნდიალის ისტორიაში სამუდამოდ შევიდა.

მსოფლიო თასის პირველ შეხვედრაში მექსიკელებმა გერმანიის ეროვნული ნაკრები სენსაციურად 1:0 დაამარცხეს, მარკესი კი თამაშში ბოლოსკენ ჩაერთო.

39 წლის ვეტერანმა უკანა ხაზელმა უკვე თავის მე-5 მუნდიალზე მიიღო მონაწილეობა და გახდა მხოლოდ მესამე ფეხბურთელი, რომელმაც 5 მსოფლიო თასზე მოახერხა თამაში.

აქამდე ასეთი რამ მხოლოდ ლეგენდარულ ლოთარ მათეუსსა და ასევე მექსიკელ ანტონიო კარბახალს ჰქონდათ გაკეთებული.

რაფა მარკესი მექსიკის ნაკრების ღირსებას უკვე 21 წელია იცავს და 2002, 2006, 2010, 2014 და უკვე 2018 წლების მუნდიალებზე მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა