ტიტე: "ჯგუფიდან გასასვლელად 5 ქულაც ხომ საკმარისია"

ტიტე:

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ, შვეიცარიასთან ფრის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"რა თქმა უნდა, შედეგით ბედნიერი არ ვარ. ჩვენ გამარჯვება გვინდოდა, მაგრამ ნერვიულობამ მძიმე დარტყმა მოგვაყენა.

ზეწოლა საკმაოდ დიდი იყო და ეს იგრძნობოდა. საგოლე მომენტები გვქონდა, მაგრამ ამ დროს სიზუსტე დაგვაკლდა. ეს იმას ნიშნავს, რომ დამასრულებელ ფაზაში კონცენტრაცია არ გვქონდა.

ჩემი კომენტარი 5 ქულასთან დაკავშირებით? იცით, სტატისტიკა ყოველთვის არის ფაქტი და მართლაც - 5 ქულა საკმარისია ჯგუფიდან გასასვლელად", - განაცხადა ტიტემ.

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა