ხავი: "მბაპე უფრო ნიჭიერია, ვიდრე პოგბა"

ხავი:

ესპანეთის ნაკრების ექს-ნახევარმცველი, ხავი მიიჩნევს, რომ მუნდიალზე საფრანგეთის ნაკრების თავკაცმა, დიდიე დეშამმა თავის სტილზე ხელი აიღო.

ლეგენდარული ესპანელის აზრით, ფრანგებს თავიანთი ხელწერა და თამაშის მანერა აქვთ.

"დეშამს თავისი სტილი აქვს", - ციტირებს ხავის სიტყვებს JDD.

"უბრალოდ ის და სიმეონე სხვა სკოლიდან არიან, ლიოვთან, ლოპეტეგისთან ან გვარდიოლასთან შედარებით".

"დეშამს თავისი მდგომა არ შეუცვლია, როცა მწვრთნელი გახდა: საიმედო დაცვა და კონტრშეტევა. დომინირება არ უნდა, რადგან დიდ ყურადღებას თამაშის ორგანიზებას უთმობს, დაცვაში".

"მისი გუნდი ნაკლებად კონკურენტუნარიანი არ გამხდარა. ყველა მიდგომასა და სტილს პატივს ვცემ".

"გრიზმანი მომწონს, რადგან თამაშის მაღალი დონე აქვს, გუნდისთვის მნიშვნელოვანია. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. შესანიშნავად მოერგებოდა "ბარსელონას" და ნებისმიერ დიდ კლუბს".

"მბაპე 19 წლის ასაკში გახდა დიდებული. დიდ პროგრესს მიაღწევს, მომავალი ვარსკვლავია. მას უფრო ნიჭიერად მივიჩნევ, ვიდრე პოგბას", - დასძინა ხავიმ.

ასევე იხილეთ:

სავარაუდო ტრანსფერი? - გუშინ რონალდუს თამაშს პრეზიდენტმა ადევნა თვალი

რონალდუმ 10 წლის წინანდელი შედევრი გაიმეორა

რონალდუ 2 წლით თავისუფლების აღკვეთაზე დათანხმდა - სასამართლო სრულდება


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა